2010-09-21
ბრძანება №:1268/01-04
"სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადმოყვანა წესით სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ" რექტორის 2010 წლის 14 სექტემბრის №1176/01-04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
"სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადმოყვანა წესით სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ" რექტორის 2010 წლის 14 სექტემბრის №1176/01-04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
« უკან დაბრუნება
"უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტისა და დეკანის წარდგინება (23495/02 20.09.2010) საფუძველზე,
რექტორის მოვალეობის
შემსრულებელი ა. კვიტაშვილი
ვბრძანებ:
-
შევიდეს ცვლილება რექტორის 2010 წლის 14 სექტემბრის №1176/01-04 ბრძანებაში:
ა) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ დანართი 5-ში, მედიცინის ფაკულტეტზე გადმოყვანის წესით ჩარიცხულ სტუდენტთა სიაში რინელი ქობალიას III სემესტრის ნაცვლად ჩაეწეროს V სემესტრი;
ბ) შევიდეს ცვლილება მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად ჩარიცხულ სტუდენტებს დაევალოთ მიმდინარე წლის 18 სექტემბრამდე თსუ-ს სასწავლო დეპარტამენტში წარმოადგინონ პირადი საქმე.“ - კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საგამოცდო ცენტრს და სასწავლო დეპარტამენტს.
- დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
- დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრს წინამდებარე ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
-
ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორის მოვალეობის
შემსრულებელი ა. კვიტაშვილი