2011-05-06
ბრძანება №:45/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  იურიდიულ ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

      "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, 35-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 44-ე მუხლის, 45-ე მუხლის, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ" აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის № 91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილების, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ" აკადემიური საბჭოს დადგენილება №91-ში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 18 იანვრის №1  დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2010 წლის 26 მარტის №24 სხდომის გადაწყვეტილების, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ" აკადემიური საბჭოს დადგენილება №91-ში ცვლილების შეტანის შესახებ" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 8 ნოემბრის 129/2010  დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2010 წლის 9 ნოემბრის №31  სხდომის გადაწყვეტილების, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2010 წლის 27 დეკემბრის №293/02-01 ბრძანების, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2011 წლის 4 მაისის №11033/02 წარდგინების საფუძველზე


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


  1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორების ვაკანტური  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად;
  2. სრული  ან ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 6 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი. სრული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა არანაკლებ 6 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილება, ხოლო ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა არანაკლებ 3 წლის  პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილება.
  3. კონკურსი გამოცხადდეს 2011 წლის 6 მაისს, დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2011 წლის 6 ივნისიდან 2011 წლის 22 ივნისამდე, კონკურსი ტარდება საბუთების მიღების დასრულებიდან არანაკლებ 1 და არაუგვიანეს 2 თვის ვადაში;
  4. კონკურსი გამოცხადდეს იურიდიული ფაკულტეტის სრული და ასოცირებული პროფესორების ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგი მიმართულებებით:

•    სამართლის ისტორია
 სრული პროფესორი _ 2 საშტატო ერთეული
 ასოცირებული პროფესორი – 2 საშტატო ერთეული

•    სამართლის მეთოდები
სრული პროფესორი _ 1 საშტატო ერთეული

•    კონსტიტუციური სამართალი
სრული პროფესორი _ 2 საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი – 3 საშტატო ერთეული

•    ადმინისტრაციული სამართალი
სრული პროფესორი _ 1 საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი – 2 საშტატო ერთეული

•    კერძო სამართალი
სრული პროფესორი _ 5 საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი – 6 საშტატო ერთეული

•    საერთაშორისო სამართალი
სრული პროფესორი _ 2 საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი – 2 საშტატო ერთეული

•    სისხლის სამართალი
სრული პროფესორი _ 3 საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი – 3 საშტატო ერთეული
  1. სრული პროფესორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება თვეში არანაკლებ 900 (ცხრაასი) ლარით, ასოცირებული პროფესორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება თვეში არანაკლებ 720 (შვიდას ოცი) ლარით.
  2. სრული და ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი  კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
    ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;

    ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

    გ) ავტობიოგრაფია (cv);

    დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი   დოკუმენტის (დოკუმენტები) ასლი;

    ე) სალექციო კურსების ჩამონათვალი _ სილაბუსებით;

    ვ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;

    ზ) ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს;

    თ) სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 6 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

    ი)  ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილების  დამადასტურებელი დოკუმენტი;

  3. კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს:
    ა) ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში საგრანტო პროექტების ხელმძღვანელობისა  ან პროექტებში მონაწილეობის შესახებ;

    ბ)
        მისი ხელმძღვანელობით შედგენილი და განხორციელებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები;
  4. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2011 წლის 6 ივნისიდან 2011 წლის 22 ივნისამდე თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე, თბილისი ი.ჭავჭავაძის გამზ. №3 (მე-2 კორპუსი) პირველი სართული, ოთახი №117 (იურიდიული ფაკულტეტის კანცელარია);
  5. ბრძანება გამოქვეყნდეს  გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში" და განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
  6. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში    მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა.






         
რექტორი                                          ალექსანდრე კვიტაშვილი     
« უკან დაბრუნება