2017-07-25
ბრძანება №:144/01-01

"სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2017წლის 6 მარტის №39/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

"სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ  მეცნიერებათა  ფაკულტეტზე  ასოცირებული  პროფესორების  სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2017წლის 6 მარტის №39/01-01 ბრძანებაში ცვლილებების   შეტანის თაობაზე

     საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის   2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, რექტორის აპარატისა და აკადემიურ საბჭოს სამდივნოს უფროსის მ. აჭაიძის 2017 წლის 21 ივლისის №11958/10  წერილის (თსუ აკადემიური საბჭოს 2017 წლის 14 ივლისის ოქმი №15) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილებები "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2017 წლის 6 მარტის №39/01-01 ბრძანების მე-3 და მე-6 პუნქტებში  
    ა) ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 
"3. კონკურსი გამოცხადდეს 2017 წლის 6 მარტს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის 2 საშტატო ერთეულზე, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის  დეპარტამენტის (სოციალური მუშაობა) ასოცირებული პროფესორის ერთ საშტატო ერთეულზე და პოლიტიკის მეცნიერების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის ერთ საშტატო ერთეულზე განისაზღვროს 2017 წლის 7 აპრილიდან 2017 წლის  21 აპრილამდე. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2017 წლის 20 ივნისისა";
      საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა პოლიტიკის მეცნიერების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის ერთ საშტატო ერთეულზე განისაზღვროს 2017 წლის 25 აგვისტოდან 2017 წლის  8 სექტემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2017 წლის 18 სექტემბრისა";
    ბ) ბრძანების მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"6. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის 2 საშტატო ერთეულზე, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის  დეპარტამენტის (სოციალური მუშაობა) ასოცირებული   პროფესორის   ერთ   საშტატო   ერთეულზე   და   პოლიტიკის მეცნიერების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის ერთ საშტატო ერთეულზე იწარმოებს 2017 წლის 7 აპრილიდან  2017 წლის 21 აპრილამდე 930-დან 1800 საათამდე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის   გამზ. №8 (IV კორპუსი) ოთახი №302;  საკონკურსო დოკუმენტების მიღება პოლიტიკის მეცნიერების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის ერთ საშტატო ერთეულზე იწარმოებს 2017 წლის  25 აგვისტოდან 2017 წლის  8 სექტემბრის ჩათვლით 930-დან 1800 საათამდე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. № 8 (IV კორპუსი) ოთახი №302;" 
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული    სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
 


რექტორი                     გიორგი შარვაშიძე
                                          

« უკან დაბრუნება