2011-04-13
ბრძანება №:819/01-04

სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სტუდენტის სტატუსის აღდგენის შესახებ

სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სტუდენტის სტატუსის აღდგენის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, "აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სტუდენტებისა და პროფესორ მასწავლებლების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 15 ოქტომბრის №860 ბრძანების მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის                                  4 თებერვლის №10/ნ ბრძანების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე,


ვბრძანებ:


  1. აღუდგეთ სტუდენტის სტატუსი 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტატუსშეჩერებულ შემდეგ სტუდენტებს, ფაკულტეტების შესაბამისად, თანდართული სიის მიხედვით:

    ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 1);

    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა (დანართი 2);

    სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 3);

    ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი 4);

    იურიდიული ფაკულტეტი (დანართი 5);

    მედიცინის ფაკულტეტი (დანართი 6)

  1. შეტანილ იქნეს ცვლილება აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების რეესტრში (თსუ-ის ნაწილში) და ეცნობოს სსიპ _ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.
  2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
  3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
  4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.







რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე, პროფესორი                   ლევან ალექსიძე
« უკან დაბრუნება