2010-05-03
ბრძანება №:92/02-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის კოორდინატორის შესარჩევი კომისიისა და კომისიის მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის კოორდინატორის შესარჩევი კომისიისა და კომისიის მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ


“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის  №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 25-ე მუხლის 1–ლი პუნქტის  “ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის კოორდინატორის   შესარჩევი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
•    გიორგი ხუბუა – თსუ–ს რექტორი – კომისიის თავმჯდომარე;
•    ირინე დარჩია – თსუ–ს რექტორის მოადგილე;
•    ტრიშა ბერგმანი – “World Learning FORECAST”, თსუ–სთან თანამშრობლობის პროექტის წარმომადგენელი;
•    ეკა თოდრია – “World Learning FORECAST”, ცენტრის დირექტორის მოადგილე;
•    ანი ჭელიშვილი – თსუ–ს საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის  სპეციალისტი – კომისიის მდივანი.
2.    დამტკიცდეს თსუ-ის კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის კოორდინატორის   შესარჩევი კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1).
3.    გასაუბრება ჩატარდება 2010 წლის 5 მაისი, თსუ II კორპუსში, რექტორატში.
4.    კოორდინატორის შერჩევა განხორციელდეს შემდეგი კრიტერიუმებით (დანართი 2).
5.    ბრძანება განთავსდეს თსუ–ს ოფიციალურ ვებ–გვერდზე.
6.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2010 წლის 8 აპრილის #N71/02-01 ბრძანება. 


ადმინისტრაციის ხელძღვანელის
   მოვალეობის შემსრულებელი                                                                  რ. ხარბედია
« უკან დაბრუნება