2018-02-05
ბრძანება №:21/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორანტის (ფიზიკური და ანალიზური ქიმიის ლაბორატორია) თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორანტის (ფიზიკური და ანალიზური ქიმიის ლაბორატორია) თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტის, "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 5 იანვრის №01/04 ერთობლივი ბრძანების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის რ.  ხომერიკის 2018 წლის 31 იანვრის №1652/28 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორანტის (ფიზიკური და ანალიზური ქიმიის ლაბორატორია), ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად;
2. კონკურსი გამოცხადდეს 2018 წლის 5 თებერვალს, დოკუმენტაციის წარმოდგენის  ვადა განისაზღვროს 2018 წლის 12 თებერვლიდან 2018 წლის 19 თებერვლის ჩათვლით; 
3. კონკურსი ჩატარდეს საბუთების მიღების დასრულებიდან არანაკლებ 1 თვის ვადაში.
4. კონკურსი ცხადდება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორანტის (ფიზიკური და ანალიზური ქიმიის ლაბორატორია) - 1 საშტატო ერთეულზე.
5. ლაბორანტის თანამდებობაზე ხელფასი განისაზღვრება თვეში  480 (ოთხას ოთხმოცი) ლარით.
6. ლაბორანტის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
ბ) ავტობიოგრაფია (CV);
გ) პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი; 
დ) უმაღლესი განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების   ასლები;
ე) სამოტივაციო წერილი;
ვ) სამუშაო გამოცდილება პროფილის შესაბამისად.
7. ვაკანტურ თანამდებობაზე შერჩეულ პირს ეზღუდება პარალელურად მუშაობდეს სხვა ორგანიზაციაში;
8. დამტკიცდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  ლაბორანტის (ფიზიკური და ანალიზური ქიმიის ლაბორატორია)  თანამდებობაზე შესარჩევი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) გიორგი ბეზარაშვილი – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი – კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ნუნუ ლაბარტყავა – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორატორიის გამგე - მდივანი; 
გ)  ნინო ნიკოლეიშვილი -  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორატორიის გამგე; 
დ) ელიზა მარქარაშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორატორიის გამგე;
ე) რუსუდან ვარდიაშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორატორიის გამგე;
ვ) თეა ლობჟანიძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორატორიის გამგე;
ზ) მაია რუსია - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორატორიის გამგე;
9. დამტკიცდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე     ლაბორანტის (ფიზიკური და ანალიზური ქიმიის ლაბორატორია) თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი კომისიის მუშაობის წესი (დანართი №1 );
10. საბუთების მიღება იწარმოებს 2018 წლის 12 თებერვლიდან 2018 წლის  19 თებერვლის ჩათვლით 1000-დან 1700 საათამდე, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიაში.  მისამართი:  თბილისი,  ი. ჭავჭავაძის გამზ. N3, თსუ II კორპუსი;
11. ბრძანება გამოქვეყნდეს  გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში" და განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
12. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის.
13. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                 ნ. ოვსიანიკოვა





« უკან დაბრუნება