2016-05-13
ბრძანება №:534/01-04
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველად და შემდგომ საფეხურზე პროფესიული სტუდენტების ჩარიცხვის თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველად და შემდგომ საფეხურზე პროფესიული სტუდენტების ჩარიცხვის თაობაზე
„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების‘‘ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-2, მე-3 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-15 პუნქტების, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ _ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2016 წლის 5 მაისის №88/16 (კანც. რეგ. №16397/02; 10.05.2016) ბრძანების, რექტორის 2016 წლის 13 მაისის №75/01-01 ბრძანებით დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2016 წლის 11 მაისის №16686/02 წარდგინების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
ჩაირიცხონ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველად და შემდგომ საფეხურზე შემდეგი პროფესიული სტუდენტები:
1.1.
,,აგროლოჯისტიკის ოპერატორი” IV, V საფეხური (დანართი №1)
1.2.
,,ტურიზმის მენეჯმენტი” V საფეხური (დანართი №2)
1.3.
,,სასტუმრო და საკურორტო მენეჯმენტი" V საფეხური (დანართი №3)
2.
შეტანილ იქნეს ინფორმაცია პროფესიული კოლეჯების მართვის სისტემაში;
3.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4.
დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5.
ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
პროფესორი დარეჯან თვალთვაძე