2014-09-04
ბრძანება №:146/01-01

"სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2014 წლის 30 ივლისის №127/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, თსუ რექტორის 2014 წლის 29 აგვისტოს №139/01-01 ბრძანების, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის დეკანის დ. თვალთვაძის 2014 წლის 4 სექტემბრის №27176/02  წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2014 წლის 30 ივლისის  #127/01-01 ბრძანებაში და ბრძანების მე-3 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 
a) "3. კონკურსი გამოცხადდეს  2014 წლის 30 ივლისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს  2014 წლის პირველი სექტემბრიდან 2014 წლის 8 სექტემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2014 წლის 29 სექტემბრისა."
b) "6. საკონკურსო   დოკუმენტების  მიღება 2014 წლის პირველი სექტემბრიდან 2014 წლის 8 სექტემბრის ჩათვლით 1000  დან  1800 საათამდე,  თსუ  ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში.  მისამართი:  თბილისი,  ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი, II სართული, ოთახი N 207;"
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული    სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე                                          მ. ჩიტაშვილი                                    

« უკან დაბრუნება