2012-03-12
ბრძანება №:310/01-04

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტების მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრში სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებიდან   სტუდენტების მობილობის წესით  ჩარიცხვის შესახებ

     „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის "ა", "ბ", "ს" და "ტ" ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებით დამტკიცებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტისა და სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, რეესტრის წარმოების, აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამსახურის უფროსის 2012 წლის 12 მარტის #04-2816 დასკვნის საფუძველზე,
ვბრძანებ:

1.    2011-2012 სასწავლო წლის  გაზაფხულის სემესტრში  სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან  მობილობის წესით ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხონ შემდეგი სტუდენტები, ფაკულტეტების შესაბამისად, თანდართული სიის მიხედვით:

ა)   ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 1);
ბ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 2);
გ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი  (დანართი  3);
დ) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი  4);
ე) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი 5);
ვ) ტურიზმის საერთაშორისო სკოლა (დანართი 6).

2.    ჩაირიცხოს 2011-2012 სასწავლო წლის  გაზაფხულის სემესტრში მობილობის წესით,  თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე "მედიცინა" მაია ჭუმბურიძე (პირადი #01001069954) II სემესტრში,  37 კრედიტის აღიარებით, საშუალო პროფესიული განათლების მიღების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტების კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოცვლის პირობით.
3.    რექტორის ბრძანება გამოცემიდან 7 დღის ვადაში გაიგზავნოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.
4.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
5.    დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
6.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი                                                                                                   ალექსანდრე კვიტაშვილი



« უკან დაბრუნება