2018-11-21
ბრძანება №:290/01-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენციის (ასევე კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილი სეზონური სკოლის) „ლანდშაფტური მეცნიერებების აქტუალური პრობლემები: გარემო, საზოგადოება, პოლიტიკ“-ის ჩატარებისა და საორგანიზაციო კომისიის დამტკიცების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენციის (ასევე კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილი სეზონური სკოლის) „ლანდშაფტური მეცნიერებების აქტუალური პრობლემები: გარემო, საზოგადოება, პოლიტიკ“-ის ჩატარებისა და საორგანიზაციო კომისიის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-12 პუნქტებისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის მარიამ ელიზბარაშვილის 2018 წლის 13 ნოემბრის №24970/10-02 კორესპონდენციის საფუძველზე.
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019 წლის 9-13 სექტემბერს გაიმართოს საერთაშორისო მულტიდისციპლინური კომბინირებული ღონისძიება (კონფერენცია და სეზონური სკოლა) „ლანდშაფტური მეცნიერებების აქტუალური პრობლემები: გარემო, საზოგადოება, პოლიტიკა “.
2. ღონისძიების ორგანიზებულად ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით დამტკიცდეს კონფერენციის საორგანიზაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)გიორგი შარვაშიძე - რექტორი - საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარე;
ბ)ნუნუ ოვსიანიკოვა - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ)რამაზ ხომერიკი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
დ)დავით კერესელიძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ე)მარიამ ელიზბარაშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ვ)თამარ ხარძიანი - ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი - კომისიის მდივანი;
ზ)ნინო ჩიხრაძე - ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის გეომორფოლოგიისა და გეოეკოლოგიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი - კომისიის წევრი;
თ)გიორგი ჩართოლანი - ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის გეომორფოლოგიისა და გეოეკოლოგიის განყოფილების ლაბორანტი - კომისიის წევრი.
ი)ზურაბ გაიპარაშვილი - უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი - კომისიის წევრი;
კ)მაია გურაბანიძე - მუზეუმის დირექტორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ლ)თამარ ებრალიძე - გამომცემლობის დირექტორი - კომისიის წევრი;
მ)თეა გერგედავა - საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ნ)ნინო კაკულია - გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტის" რედაქტორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ო)ნანა მამაგულიშვილი - საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
პ)ირაკლი საღარეიშვილი - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ჟ)გიორგი ტალახაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
რ)გიორგი ღვედაშვილი - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი- საორგანიზაციო კომისიის წევრი;
3.დამტკიცდეს კონფერენციის ხარჯთაღრიცხვა და მისი ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს:
ა) სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით (საგრანტო ხელშეკრულების №MG-ISE-18-370, 25.10.2018) გამოყოფილი 58200 ლარის ფარგლებში;
ბ) კონფერენციის მონაწილეთა სარეგისტრაციო გადასახადიდან (დანართი №1).
4.სარეგისტრაციო გადასახადი უცხოელ მეცნიერთათვის განისაზღვროს 150 ევროთი, უცხოელი სტუდენტებისათვის 100 ევროთი, ქართველ მეცნიერთათვის 100 ლარით, ხოლო ქართველი სტუდენტებისათვის 50 ლარით. სეზონური სკოლის მსმენელთა სარეგისტრაციო გადასახადი უცხოელი სტუდენტებისათვის განისაზღვროს 150 ევროთი, ხოლო ქართველი სტუდენტებისათვის დადგინდეს უფასო.
5.დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად დაგეგმილი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა.
6.დაევალოს საინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს კონფერენციის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობითა და კონფერენციის ვებ-გვერდის სათანადო ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
7.დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს კონფერენციის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.
8.დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს უზრუნველყოს ღონისძიების სათანადოდ გაშუქება.
9.დაევალოს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტის" რედაქციას ღონისძიების გაშუქება.
10.დაევალოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობას კონფერენციის შრომათა კრებულის ბეჭდვის უზრუნველყოფა.
11.დაევალოს საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტს, კონფერენციის შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საელჩოებს.
12.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
13.დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
14.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი
გიორგი შარვაშიძე