2013-08-12
ბრძანება №:93/01-01

ბრძანება"ა(ა)იპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შიდა მობილობის ელექტრონული პორტალის წარმოების წესის" დამტკიცების შესახებ

ბრძანება"ა(ა)იპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შიდა მობილობის ელექტრონული პორტალის წარმოების წესის" დამტკიცების შესახებ

       "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „ს“ „ტ“ ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტისა და თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77/2011 დადგენილებით დამტკიცებული „ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

  1. დამტკიცდეს "ა(ა)იპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შიდა მობილობის ელექტრონული პორტალის წარმოების წესი" (დანართი №1).
  2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების  უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
  3. ბრძანების  ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
  4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორის მოვალეობის
შემსრულებელი                                  ალექსანდრე კვიტაშვილი


« უკან დაბრუნება