2010-07-22
ბრძანება №:65/01-01

2010–2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა შიდა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ

2010–2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა შიდა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე–16 მუხლის მე-2 პუნქტის  საფუძველზე



ვბრძანებ

  1. დამტკიცდეს 2010–2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემეტრში თსუ–ში სტუდენტთა შიდა მობილობის წესი:
    1.1.    თსუ–ს ბაკალავრიატში, ვაკანტურ ადგილებზე,  მობილობის წესით
    ფაკულტეტის შეცვლის უფლებას მოიპოვებენ მხოლოდ ის სტუდენტები, რომელთაც ჩაბარებული აქვთ ერთიანი ეროვნული გამოცდები და მიღებული შედეგები აღემატება მობილობის სხვა მსურველთა შესაბამის შედეგებს.
    1.2.    თსუ–ს მაგისტრატურაში, ვაკანტურ ადგილებზე,  მობილობის წესით
    ფაკულტეტის/სპეციალობის  შეცვლის უფლებას მოიპოვებენ მხოლოდ ის მაგისტრანტები, რომელთაც ჩაბარებული აქვთ საერთო სამაგისტრო გამოცდა და მიღებული შედეგები აღემატება მობილობის სხვა მსურველთა შესაბმის შედეგებს.
    1.3.    ერთიანი ეროვნულ/საერთო სამაგისტო გამოცდებამდე  ჩარიცხული
    სტუდენტები შიდა მობილობაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
    1.4.    “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 52–ე მუხლის
    მე–3 პუნქტის, 52'–ე მუხლის მე–7 პუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 სექტემბრის N725 ბრძანების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტები მობილობის წესით ფაკულტეტის შეცვლის უფლებას მოიპოვებენ ვაკანტური ადგილების გადაჭარბებით.
  1. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სასწავლო დეპარტამენტს (რ. ჩიქოვანი).
  2. ბრძანება განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
  3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.



რექტორი, პროფესორი                                                               გ. ხუბუა
« უკან დაბრუნება