2008-02-18
ბრძანება №:0

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2007-2008 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან გადმოყვანის წესით და შიდა საუნივერსიტეტო მობილობით ჩასარიცხი კონკურსანტების შესარჩევი საგამოცდო და სააპელაციო კომისიების დამტკიცების შესახებ (ბრძანება 10/01-01)

ბრძანება # 10 / 01-01
       18.02.2008 წ

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში      2007-2008 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან გადმოყვანის წესით და შიდა საუნივერსიტეტო მობილობით ჩასარიცხი  კონკურსანტების  შესარჩევი  საგამოცდო და სააპელაციო კომისიების დამტკიცების შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1.         დამტკიცდეს ეკონომიკისა და ბიზნესის, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, იურიდიული, სამედიცინო და ჰუმანიტარული ფაკულტეტების მიერ წარმოდგენილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში     2007-2008 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან გადმოყვანის წესით და შიდა საუნივერსიტეტო მობილობით ჩასარიცხი კონკურსანტების შესარჩევი საგამოცდო            და სააპელაციო კომისიების შემადგენლობა დანართების შესაბამისად :
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი ( დანართი 1)
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი ( დანართი 2)
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ( დანართი 3)
იურიდიული ფაკულტეტი ( დანართი 4)
სამედიცინო ფაკულტეტი ( დანართი 5)
ჰუმანიტარული ფაკულტეტი ( დანართი 6)
2.         ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში “თბილისის უნივერსიტეტი” და განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
3.         ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის დროებით შემსრულებლების წარდგინებები#2765/02 15.02.08წ; .#2678/02  14.02.08წ; #2511/02  14.02.08წ; #2717/02  15.02.08წ; #2714/02 15.02.08წ; #2763/02 15.02.08წ.

  რექტორი, პროფესორი 
    გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება