2011-08-18
ბრძანება №:04/03
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2010 წლის 19 მარტის №02/03 ბრძანებით დამტკიცებულ „საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების განმახორციელებელი პერსონალის კვალიფიკაციის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის განსაზღვრის კითხვარში“ ცვლილების შეტანის შესახებ
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2010 წლის 19 მარტის №02/03 ბრძანებით დამტკიცებულ „საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების განმახორციელებელი პერსონალის კვალიფიკაციის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის განსაზღვრის კითხვარში“ ცვლილების შეტანის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ს 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63–ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 26–სე მუხლის მე-5 პუნქტის, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2009 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულების“ მე–3 მუხლის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. შევიდეს ცვლილება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2010 წლის 19 მარტის №02/03 ბრძანებით დამტკიცებულ დანართ №1–ში და „საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების განმახორციელებელი პერსონალის კვალიფიკაციის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის განსაზღვრის კითხვარი“ ჩამოყალიბდეს წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული სახით (დანართი №1);
2. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს;
3. წინამდებარე ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება ეთხოვოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება ეთხოვოს საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ხარისხის უზრუნველყოფის
სამსახურის უფროსი ნინო დურგლიშვილი
« უკან დაბრუნება