2009-06-19
ბრძანება №:59/01-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2009-2010 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში გადმოყვანა/აღდგენის წესით ჩარიცხვისა და თსუ-ს ფაკულტეტის შეცვლის მსურველთათვის კონკურსის ორგანიზების შესახებ

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2009-2010 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში გადმოყვანა/აღდგენის წესით  ჩარიცხვისა და  თსუ-ს ფაკულტეტის შეცვლის  მსურველთათვის კონკურსის ორგანიზების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის #127 ბრძანებით დამტკიცებული “ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების” V1 თავის, "უმაღლესი განათლების" შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის 490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების    16-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

  1. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოყვანისა და აღდგენის წესით სტუდენტთა ჩარიცხვა 2009-2010 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მოხდეს აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში დარეგისტრირებულ ვაკანტურ ადგილებზე.
  2. სტუდენტთა მობილობისათვის განცხადებების შესაბამისი საბუთების მიღება განხორციელდეს 2009 წლის 22 ივნისიდან 15 ივლისამდე ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა ფაკულტეტის მიმღებ კომისიაში.
  3. ფაკულტეტის მიერ კონკურსანტთა კრედიტების აღიარება და შესაბამისი ფორმით თსუ საგამოცდო ცენტრისათვის მიწოდება განხორციელდეს არაუგვიანეს 2009 წლის 20 ივლისისა. აღიარებული კრედიტები გამოქვეყნდეს თსუ-ს ვებ-გვერზე 22 ივლისს.
  4. ფაკულტეტებმა წარმოადგინონ შესაბამისი დარგობრივი საგამოცდო და სააპელაციო კომისიების შემადგენლობა არაუგვიანეს 2009 წლის                    15 ივლისისა.
  5. საკონკურსო გამოცდა ჩატარდეს 2009 წლის 27 ივლისს.
  6. გამოცდის შედეგები გამოცხადდეს 2009 წლის 28 ივლისს.
  7. სააპელაციო განცხადებების მიღება განხორციელდეს 29 ივლისს.
  8. კონკურსანტთა შეხვედრა სააპელაციო კომისიასთან გაიმართოს 2009 წლის 30 ივლისს.
  9. საკონკურსო გამოცდის საბოლოო შედეგები გამოცხადდეს 2009 წლის 31 ივლისს.
  10. დაევალოს საერთო განყოფილებას (ნ. ოვსიანიკოვა), უზრუნველყოს ამ ბრძანების გადაცემა უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და სტრუქტურული ერთეულებისათვის.
  11. ბრძანება განთავსდეს თსუ ვებ-გვერდზე და გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში".
  12. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.
  13. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

   საფუძველი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის ბრძანება #127.

 

 რექტორი, პროფესორი
                                                                              გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება