2014-11-24
ბრძანება №:172/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კამოეშის სახელობის პორტუგალიური ენის ცენტრის კოორდინატორის შესარჩევად კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტის, "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კამოეშის სახელობის პორტუგალიური ენის ცენტრის კოორდინატორის  შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის    10 ნოემბრის №161/02-01 ბრძანების მე-7 პუნქტის და თსუ კამოეშის  სახელობის პორტუგალიური ენის ცენტრის კოორდინატორის თენგიზ ბუაჩიძის 2014 წლის 24 ნოემბრის №40244/02 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კამოეშის  სახელობის პორტუგალიური ენის ცენტრის კოორდინატორის  შესარჩევად კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)    ჯეფრი მარშალი _  თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის აკადემიური წერის მასწავლებელი;                                
ბ)    ვერა ლუჩია პეიშოტო _ კამოეშის სახელობის პორტუგალიური ენის ცენტრის ხელმძღვანელი;
გ)     მანანა გელაშვილი _ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
დ)    მაია ჭელიძე _ პერსონალის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
2.    დამტკიცდეს სსიპ უნივერსიტეტის კამოეშის  სახელობის პორტუგალიური ენის ცენტრის კოორდინატორის  შესარჩევი კომისიის მუშაობის წესი (დანართი №1 );
3.    ბრძანება განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
4.    დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
5.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
        
 ადმინისტრაციის ხელძღვანელი                                                                 დ. ჩომახიძე

« უკან დაბრუნება