2012-03-15
ბრძანება №:45/02-01

ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დამთავრებასა და მასში ადმინისტრაციისა და სხვა სტრუქტურული ერთეულების გადაყვანასთან დაკავშირებით ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ

ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დამთავრებასა და მასში ადმინისტრაციისა და სხვა სტრუქტურული ერთეულების გადაყვანასთან დაკავშირებით ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, ,, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 ნოემბრის #412 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” და ,,ნ” ქვეპუნქტების, მე-2 პუნქტის, ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების  ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 30 სექტემბრის N175/02-01 ბრძანების საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1. ჩატარდეს ქონების (ძირითადი და მცირეფასიანი აქტივების) სრული ინვენტარიზაცია ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში, სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დამთავრებასა და მასში ადმინისტრაციისა და სხვა სტრუქტურული ერთეულების გადაყვანასა და განთავსებასთან დაკავშირებით;

2. ინვენტარიზაციის ჩატარება დაევალოს ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების  ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 30 სექტემბრის N175/02-01 ბრძანების საფუძველზე შექმნილ I სასწავლო კორპუსის მუდმივმოქმედ საინვენტარიზაციო ქვეკომისიას, შემდეგი შემადგენლობით:

ა) რომან ხარბედია – ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონსულტანტი, ქვეკომისიის თავმჯდომარე;
ბ) ზურაბ მატიაშვილი _ მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო  განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
გ) აკაკი გეწაძე _ თსუ-ის II კორპუსის ადმინისტრატორი;
დ) დალილა ბოკერია _ მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი;
ე) მანუჩარ მოდებაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
ვ) გელა ხაბეიშვილი - საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
ზ) ირინა პოსოხოვა _ საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
თ) თეიმურაზ გოგნაძე _ საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტი;
ი) ლევან ჯღარკავა- საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტი;
კ) ირაკლი ალავერდაშვილი _ დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის მთავარი სპეციალისტი;
ლ) თემურ პაპასქირი – ჰუმანიტარული მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკPანის მოადგილე.

3. ინვენტარიზაციიის ვადა განისაზღვროს 2012 წლის 19 მარტიდან 2012 წლის 19 მაისამდე;

4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაინტერესებული პირებისა და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის;

5. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;

6. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება;

7. წინამდებარე ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:                               დ. ჩომახიძე

« უკან დაბრუნება