2011-02-04
ბრძანება №:15/02-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესის განსაზღვრის თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 38-ე მუხლის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 61-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-7 ნაწილების, ,,საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების’’ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე და საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობისა და მისი გადახდის წესის უზრუნველყოფის მიზნით,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
-
საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) A4 და A5 ფორმატის ქაღალდის ქსეროასლი – ერთი გვერდი – 0,05 ლარს;
ბ) ლაზერულ პრინტერზე ამობეჭდვა – ერთი გვერდი – 0,10 ლარს;
გ) კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერა – 1 დისკი – 2,65 ლარს;
დ) დისკეტაზე ინფორმაციის ჩაწერა – 1 დისკეტა – 1,3 ლარს;
ე) ინფორმაციის ჩაწერა ინფორმაციის მომთხოვნის ვიდეოკასეტაზე – 1 საათი – 2,75 ლარს;
ვ) ინფორმაციის ჩაწერა ინფორმაციის მომთხოვნის აუდიოკასეტაზე – 1 საათი – 0,50 ლარს.
- საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილებამ უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელის მიღება სალაროს ან/და საბანკო დაწესებულების მეშვეობით, როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით.
- კანცელარიას დაევალოს გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის ასლის გაცემა, საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის შემდეგ.
- წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის წესის შესახებ’’ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2007 წლის 9 მარტის #09/02-01 ბრძანება.
- ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
- ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
- ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით ჩომახიძე