2018-09-26
ბრძანება №:245/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის N173/02-01 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის N173/02-01 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, თსუ სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის ბახვა კვირიკაშვილის 2018 წლის  17 სექტემბრის N18875/10, თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის 2018 წლის 17 სექტემბრის N18827/10 და თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის რამაზ ხომერიკის 2018 წლის 18 სექტემბრის N19038/28 კორესპონდენციების  საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის   20 ოქტომბრის N173/02-01 ბრძანებაში:

ა) ბრძანების დანართი N1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე ,,დ“ ქვეპუნქტი:
დ) მანანა ხაჩიძე -  საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საფაკულტეტო ცენტრის ხელმძღვანელი, თსუ მე-11 სასწავლო კორპუსში არსებულ N101 ოთახში განთავსებულ  მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი.
ბ) ბრძანების დანართი  N1-ის 28-ე მუხლს დაემატოს  შემდეგი შინაარსის მქონე 47-ე პუნქტი:
,,47. დავით პაპუაშვილი  - უფროსი სპეციალისტი, თსუ ბიბლიოთეკის ცენტრალურ შენობაში (უნივერსიტეტის ქ. N11) განთავსებულ კომპიუტერულ ტექნიკაზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი.“.
გ) ბრძანების დანართი N1-ის 34-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. შოთა კეჟერაშვილი  - თსუ სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელი, თსუ სტუდენტური თვითმმართველობის ბალანსზე რიცხული მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი.“.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                                           ნუნუ ოვსიანიკოვა




« უკან დაბრუნება