2014-01-24
ბრძანება №:11/01-01
,,ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ 2014 წლის სამეცნიერო ფორუმისათვის ნაშრომების შერჩევის მიზნით კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ’’ რექტორის 2014 წლის 22 იანვრის №10/01-01 ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე
,,ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ 2014 წლის სამეცნიერო ფორუმისათვის ნაშრომების შერჩევის მიზნით კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ’’ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 22 იანვრის №10/01-01 ბრძანების პირველი მუხლის ,,ვ’’ პუნქტის ,,ვ.ი’’ ქვეპუნქტში დაშვებული იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, ,,ვ.ი’’ ქვეპუნქტში ნაცვლად ,,ნინო კორძაძისა’’ მითითებული უნდა ყოფილიყო ,,ნინო გორდაძე’’. ტექნიკური შეცდომის გასწორების მიზნით, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, 59-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ", ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების და მე-9 პუნქტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მანანა კაკაბაძის 2014 წლის 16 იანვრის №1015/02 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ,,ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ 2014 წლის სამეცნიერო ფორუმისათვის ნაშრომების შერჩევის მიზნით კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ’’ რექტორის 2014 წლის 22 იანვრის №10/01-01 ბრძანებაში გასწორდეს შემდეგი ტექნიკური შეცდომა და ბრძანების პირველი მუხლის ,,ვ’’ პუნქტის ,,ვ.ი’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ.ი ნინო გორდაძე - თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის ტრანსლაციური ბიომედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი’’.
2. ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავსება.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა