2011-09-30
ბრძანება №:172/02-01
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აბიტურიენტთა მომზადების განყოფილებაში ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ცალკეულ საგნებში მომზადების წლიური საფასურის განსაზღვრის შესახებ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აბიტურიენტთა მომზადების განყოფილებაში ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ცალკეულ საგნებში მომზადების წლიური საფასურის განსაზღვრის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 24-ე მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის აბიტურიენტთა მომზადების განყოფილების უფროსის 2011 წლის 20 სექტემბრის №24906/02 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
-
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის აბიტურიენტთა მომზადების განყოფილებაში ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის თითოეულ საგანში მომზადების წლიური საფასური 2011 – 2012 სასწავლო წლისათვის განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) ქართული ენა და ლიტერატურა – 700 ლარის ოდენობით;
ბ) გეოგრაფია – 700 ლარის ოდენობით;
გ) უცხო ენა – 700 ლარის ოდენობით;
დ) მათემატიკა – 700 ლარის ოდენობით;
ე) საქართველოს ისტორია – 700 ლარის ოდენობით;
ვ) ფიზიკა – 700 ლარის ოდენობით;
ზ) ქიმია – 700 ლარის ოდენობით;
თ) ბიოლოგია – 700 ლარის ოდენობით;
ი) ზოგადი უნარები – 700 ლარის ოდენობით.
-
2 (ორი) ან მეტი საგნის არჩევის შემთხვევაში აბიტურიენტს მიეცეს შესაძლებლობა სწავლის საფასური დაფაროს ეტაპობრივად. პირველი ნაწილის დაფარვის ვადა განისაზღვროს 2011 წლის 3 ოქტომბრამდე. მეორე ნაწილის დაფარვის ვადა განისაზღვროს 2011 წლის 31 დეკემბრამდე.
-
3 (სამი) საგნის არჩევის შემთხვევაში მომზადების წლიური საფასური განისაზღვროს საერთო ღირებულების 95%-ის ოდენობით.
-
4 (ოთხი) საგნის არჩევის შემთხვევაში მომზადების წლიური საფასური განისაზღვროს საერთო ღირებულების 90%-ის ოდენობით.
-
აბიტურიენტს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსის მოპოვების შემთხვევაში დაუბრუნდეს გადახდილი თანხის 10%.
-
დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
-
დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება.
-
ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით ჩომახიძე