2020-03-16
ბრძანება №:61/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში შეღავათიანი სამუშაო რეჟიმით სარგებლობის თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 12 მარტის N57/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში შეღავათიანი სამუშაო რეჟიმით სარგებლობის თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 12 მარტის N57/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის     პირველი ნაწილის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, როგორც უნივერისტეტის პერსონალთან შრომითი ხელშეკრულების დადების უფლებამოსილების მქონე მართვის ორგანო, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“, და ,,პ” ქვეპუნქტებისა და ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგანაწესი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები“-ს მე-19 მუხლის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.შევიდეს   ცვლილება   ,,სსიპ   -   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერისიტეტში შეღავათიანი სამუშაო რეჟიმით სარგებლობის თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 12 მარტის N57/02-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. უნივერსიტეტში დასაქმებული ორსული, ქრონიკული დაავადებების (გულ- სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებები, დიაბეტი, ონკოლოგიური დაავადებები) მქონე ან/და 60 წელზე მეტი ასაკის დასაქმებულები გადავიდნენ დისტანციური   მუშაობის   რეჟიმზე,   გარდა   იმ   პერსონალისა,   რომელთა   შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება შეუძლებელია დისტანციურად - სამუშაო ადგილზე გამოცხადების გარეშე. აღნიშნულ პირებს მიეცეთ უფლება, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით, განსაზღვრონ სამუშაო რეჟიმის შეღავათიანი გრაფიკი

2.წინამდებარე ბრძანების უნივერისტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულებისათვის დაგზავნა და ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.




ადმინისტრაციის ხელმძღვანელი      ლაშა საღინაძე
« უკან დაბრუნება