2010-03-24
ბრძანება №:65/02-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორისა და მდივნის თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორისა და მდივნის თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების შესახებ


"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე, 24-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    გამოცხადდეს კონკურსი ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის  თანამდებობის დასაკავებლად;

2.    ინსტიტუტის დირექტორი აირჩევა ორი წლის ვადით; 

3.    ინსტიტუტის დირექტორს მოეთხოვება:
ა) სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო თანამშრომლობის განვითარება საზღვარგარეთის ქვეყნების წამყვან უნივერსიტეტებსა და ინსტიტუტებთან;
ბ) განათლების ევროპული ტრადიციების და თანამედროვე ევროპული სტანდარტების დამკვიდრებაში, ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში უნივერსიტეტის ინტეგრაციის ხელშეწყობა;
გ)  თსუ-ს ფაკულტეტებთან სწავლებისა და კვლევების კოორდინირებულად წარმართვა;
დ) საქართველოში ევროპული ინსტიტუტების, ფასეულობებისა და ღირებულებების შესახებ ცოდნის გავრცელება;
ე) სამაგისტრო და სადოქტორო სასწავლო პროგრამების დისტანციური სწავლების ორგანიზება;
ვ) უწყვეტი განათლების სისტემის ამოქმედებასა და  სამეცნიერო კვლევების ინოვაციური მეთოდების დანერგვის ხელშეწყობა;
ზ) ეროვნული და საერთაშორისო გრანტების მოძიება;
თ) ევროპული კვლევების მიმართულების მაგისტრის ან დოქტორის აკადემიური ხარისხი;
ი) ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა;

4.    ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა)  განცხადება კომისიის სახელზე;
ბ)    ავტობიოგრაფია (cv)  ქართულ და ინგლისურ ენებზე;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ინსტიტუტის სტრატეგიული განვითარების გეგმა;
ე) განათლების დამადასტურებელი დიპლომის (დიპლომების) ასლი;
ვ) კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის (სერტიფიკატები) ასლი.

5.  გამოცხადდეს კონკურსი ევროპული კვლევების ინსტიტუტის მდივნის თანამდებობის დასაკავებლად;

6.  ინსტიტუტის მდივანს მოეთხოვება:
ა) სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განხორციელებაში ინსტიტუტის დირექტორის საქმიანობის ხელშეწყობა;
ბ) ინსტიტუტის რესურს-ცენტრისა და ბიბლიოთეკის მართვა;
გ)  ინსტიტუტის სტუდენტთა და პედაგოგების სასწავლო მასალებით უზრუნველყოფა;
დ)   ინსტიტუტის დოკუმენტაციის თარგმნა (ინგლისურიდან ქართულად და პირიქით);
ე)  დისტანციური სწავლების ორგანიზაციული ხელშეწყობა;
ვ)  უცხოელი ექსპერტების ლოგისტიკური საკითხების მოგვარება;
ზ)  ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა;

7.  ინსტიტუტის მდივნის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა) განცხადება კომისიის სახელზე;
ბ) ავტობიოგრაფია ( cv  ქართულ და ინგლისურ ენაზე);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) განათლების დამადასტურებელი დიპლომის (დიპლომების) ასლი;
ე) კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის (სერტიფიკატები) ასლი.

8. კონკურსის შედეგად შერჩეული ინსტიტუტის დირექტორისა და მდივნის შრომის ანაზღაურების ოდენობა  და სხვა პირობები აისახოს შრომით ხელშეკრულებებში;

9. ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორისა და მდივნის შერჩევა ეთხოვოს ინსტიტუტის მმართველთა საბჭოს;

10.  დამტკიცდეს  კომისიის (მმართველთა საბჭოს) მუშაობის წესი;

11. საბუთების  მიღება იწარმოებს 2010 წლის 24 მარტიდან 19 აპრილის     ჩათვლით თსუ-ს II კორპუსში (ი. ჭავჭავაძის გამზ. №3, ოთახი 158. 9-00 სთ-დან 18-00 სთ-მდე );

12. კონკურსი ჩატარდება  2010 წლის  20 აპრილიდან 27 აპრილამდე პერიოდში;

13. ბრძანება განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

14. ინფორმაცია ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორისა და მდივნის თანამდებობებზე კონკურსის შესახებ განთავსდეს www.jobs.ge-ზე და www.hr.com.ge-ზე;

15. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: ევროპული კვლევების ინტიტუტის მმართველთა საბჭოს სხდომის ოქმი №1 04.03.2010წ. ევროპული კვლევების ინსტიტუტის დებულება.







ადმინისტრაციის ხელმძღვანელის                       
მოვალეობის შემსრულებელი                                    რ. ხარბედია

« უკან დაბრუნება