2011-08-05
ბრძანება №: 81/01-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო –პოპულარული ჟურნალის ,,თსუ’’ სარედაქციო კოლეგიის შექმნის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო –პოპულარული ჟურნალის ,,თსუ’’ სარედაქციო კოლეგიის შექმნის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 57-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შეიქმნას სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო – პოპულარული ჟურნალის ,,თსუ’’ სარედაქციო კოლეგია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ალექსანდრე კვიტაშვილი - კომისიის თავმჯდომარე, უნივერსიტეტის რექტორი;
ბ) ლევან ალექსიძე - კოლეგიის თავმჯდომარის მოადგილე, უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის მ/შ;
გ) გიორგი ღვედაშვილი - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, კოლეგიის წევრი;
დ) ნანა მამაგულიშვილი – საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, კოლეგიის წევრი;
ე) ირაკლი ბურდული - იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, კოლეგიის წევრი;
ვ) ალექსანდრე ცისკარიძე - მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, კოლეგიის წევრი;
ზ) ელენა ხარაბაძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მ/შ, კოლეგიის წევრი;
თ) დარეჯან თვალთვაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, კოლეგიის წევრი;
ი) რამაზ ბოჭორიშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მ/შ, კოლეგიის წევრი;
კ) ნოდარ ბელქანია - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, კოლეგიის წევრი.
2. ჟურნალი ,,თსუ’’–ს სარედაქციო კოლეგია წარმოადგენს რა ჟურნალის ხელმძღვანელ ორგანოს:
ა) განსაზღვრავს ჟურნალის პოლიტიკას და ძირითად მიმართულებებს;
ბ) იბარებს ჟურნალის რედაქტორის ანგარიშს;
გ) უზრუნველყოფენ ჟურნალის წარმოებაში და თემატიკის განსაზღვრაში თსუ-ს ყველა ფაკულტეტისა და მიმართულების ჩართულობას;
დ) იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს ჟურნალის გამოცემასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
3. კოლეგიის სხდომა მოიწვევა კოლეგიის თავმჯდომარის მიერ (6 თვის განმავლობაში არანაკლებ 2-ჯერ).
4. კოლეგიის სხდომა უფლებამოსილია, შეუდგეს მუშაობას თუ მას ესწრება წევრთა ნახევარი მაინც.
5. კოლეგია გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრე წევრთა უბრალო უმრავლესობით, ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
6. კოლეგიის სხდომებს თავმჯდომარეობს კოლეგიის თავმჯდომარე.
7. კოლეგიის თავმჯდომარის მიერ თავის უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობას ავტომატურად ასრულებს კოლეგიის თავმჯდომარის მოადგილე ან თავმჯდომარის დავალებით კოლეგიის რომელიმე წევრი.
8. კოლეგიის მუშაობა სრულდება მისთვის მინიჭებული ფუნქციის ამოწურვისთანავე ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.
9. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
10. წინადებარე ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
11. ბრძანება გამოცხადდეს საჯაროდ.
12. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი