2012-02-01
ბრძანება №:11/01-01

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011–2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011–2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „ს“ „ტ“ ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2012 წლის 24 იანვრის №1464/02, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2012 წლის 31 იანვრის №2099/02, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2012 წლის 23 იანვრის №1212/02 და 2012 წლის 26 იანვრის №1738/02, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2012 წლის 25 იანვრის №1601/02, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2012 წლის №1550/02, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2012 წლის 27 იანვრის №1843/02 და ტურიზმის საერთშორისო სკოლის დირექტორის 2012 წლის 26 იანვრის №1681/02  წერილების საფუძველზე,

ვბრძანებ:


1.    განისაზღვროს ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე 2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილები წინამდებარე ბრძანების №1 დანართის შესაბამისად;
2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების  უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს;
3.    ბრძანების  ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



 რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
 პროფესორი                                                                                                   ლევან ალექსიძე

« უკან დაბრუნება