2010-04-12
ბრძანება №:71/02-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის კოორდინატორის შესარჩევად კონკურსის ხელახალი გამოცხადების შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებთან   ურთიერთობის   კოორდინატორის     შესარჩევად    
კონკურსის ხელახალი გამოცხადების შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის  N490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 25-ე მუხლის 1–ლი პუნქტის  “ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1.    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თსუ-ს კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის კოორდინატორის   შერჩევის მიზნით გამოცხადდეს ხელახალი კონკურსი.
2.    კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, ვისაც მიღებული აქვს უმაღლესი განათლება (მაგისტრის დიპლომი ან მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სასურველია საზღვარგარეთ მიღებული განათლება.
3.    კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
  • მინიმუმ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია საერთაშორისო კონტექსტში;
  • ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა;
  • კომპიუტერული უნარები: MS Windows Office, Internet;
  • ორგანიზაციული უნარ-ჩვევები;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მოქნილად და დიპლომატიურად მოქმედების უნარი;
  • ინტერკულტურული კომპეტენციების ფლობა;
  • ურთიერთობების დეტალებზე ორიენტირებული, კომუნიკაბელური და მოწესრიგებული;
  • მაღალი პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა, აქტიურობა, ენერგიულობა, ინიციატივისა და შემოქმედებითი აზროვნების, დისციპლინირებული  და     გუნდური მუშაობის უნარი.
4.    კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტებს მოეთხოვებათ შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
  • ავტობიოგრაფია ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  • პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
  • სამოტივაციო წერილი (ქართულ და ინგლისურ ენებზე), რომელიც ასახავს განათლებას და სამუშაო გამოცდილების შესაბამისობას თსუ–ს მიერ გამოცხდებულ მოთხოვნებთან (დოკუმენტის ტიპი  – MS Word, მანძილი სტრიქონებს შორის – 1.5, მინდორი – 2სმ, ფონტის ტიპი – Arial, შრიფტის ზომა - 10, ტექსტის მოცულობა – არაუმეტეს 600 სიტყვა);
  • პიროვნული და პროფესიული კვალიფიკაციის ამსახველი ერთი სარეკომენდაციო  წერილი, რომელიც რეკომენდატორმა უნდა გააგზავნოს  მისამართზე  recruitment@tsu.ge სათაურის ველში აპლიკანტის სახელისა და გვარის მითითებით;
  • დიპლომის, პროფესიული განვითარების დამადასტურებელი სერტიფიკატის  (სერთიფიკატები) დასკანერებული ასლი;
5.    კომისიის მიერ შერჩეულ აპლიკანტს დაევალება:
  • კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის ყველა ასპექტის დაგეგმვა და განხორციელება, მათ შორის: კომუნიკაციის სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება, ღონისძიებების დაგეგმვა, მონაცემთა ბაზის ფორმირება და შინაარსობრივი მართვა;
  • კურსდამთავრებულებთან თსუ-ს ინტერესების წარდგენა;
  • თსუ-ს საკონტაქტო პირის ფუნქციის შესრულება კურსდამთავრებულებთან ურთიერთობების საკითხებში;
  • კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავებისთვის საჭირო მონაცემების ორგანიზება და ანალიზი;
  • კურსდამთვარებულების ინტერესებზე ორიენტირებული საინფორმაციო მასალების მომზადება-გავრცელება;
  • თსუ–ს ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა;
  • თსუ–ს კურსდამთავრებულებთან ურთიერთობების საკითხებში სტრატეგიის შემუშავება;
  • პროექტების მართვა კურსდამთავრებულებთან ურთიერთობების საკითხებში;
  • ქართულ და ინგლისურ ენებზე დოკუმენტების შემუშავება, რომლის საფუძველზეც თსუ–ს ხელმძღვანელობა მიიღებს გადაწყვეტილებებს კურსდამთავრებულთა ქსელის განვითარებასთან დაკავშირებით;
  • შესრულებულ საქმიანობაზე რეგულარული ანგარიშის წარმოება.
6.    კონკურსში მონაწლეობის მსურველი აპლიკანტების შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე. იდენტიფიცირებული კანდიდატები გაივლიან შესარჩევ  ზეპირ გასაუბრებას.
7.    შერჩეული აპლიკანტის შრომის ანაზღაურების ოდენობა და სხვა პირობები განისაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით.
8.    სააპლიკაციო პაკეტების საფუძველზე შერჩეულ აპლიკანტებთან ზეპირი გასაუბრება შედგება აპრილის თვეში და იდენტიფიცირებულ კანდიდატებს ეცნობებათ პირადად.
9.    შეიქმნას კომისია  კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის კოორდინატორის შერჩევის მიზნით და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი.
10.    საბუთების მიღება იწარმოებს 2010 წლის 25 აპრილის 18:00 საათის ჩათვლით მისამართზე: recruitment@tsu.ge.
11.    ინფორმაცია "კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის კოორდინატორის” შერჩევის შესახებ განთავსდეს www.jobs.ge-ზე და www.hr.com.ge-ზე.
12.    ბრძანება განთავსდეს თსუ–ს ოფიციალურ ვებ–გვერდზე.
13.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.





ადმინისტრაციის ხელძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი                                                                  რ. ხარბედია

« უკან დაბრუნება