2018-10-17
ბრძანება №:271/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში ცვლილებების   შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის ირმა რატიანის 2018 წლის 10 ოქტომბრის N20890/10, უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის გიორგი ჭეიშვილის 2018 წლის 11 ოქტომბრის N21023/10 და უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის გიორგი ჯაიანის 2018 წლის 11 ოქტომბრის N21020/10 კორესპონდენციების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში:
 
ა) ბრძანების  დანართი №1-ის ,,გ” თავის მე-13 მუხლის ,,13.1.“   პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13.1. მარიამ ჯიღაური - საფინანსო-საბუღალტრო საქმის სპეციალისტი.“;

ბ) ბრძანების დანართი N1-ის ,,ბ“ თავის მე-19 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,19. ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის კომისია:
19.1. მანუჩარი მოდებაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო  განყოფილების უფროსი სპეციალისტი, კომისიის თავმჯდომარე;
19.2. მანანა გვარამაძე - სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის განყოფილების სპეციალისტი;
19.3. მანანა თევდორაძე - სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის განყოფილების სპეციალიტი;
19.4. გულთამზე გოგოლაძე - საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
19.5. გიორგი ახალაია - სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელი.“.
 გ) ბრძანების დანართი N1-ის ,,გ“ თავის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის  კომისია:
7.1. შალვა გლოველი - ბიბლიოთეკის გამგე;
7.2. ნიკოლოზ გურგენიძე- საარქივო ფონდზე პასუხისმგებელი პირი;
7.3. ლეილა ხურცია - ბიბლიოთეკარი;
7.4. შორენა ლალიაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი;
7.5.ნაზი ჯიქია - თსუ საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების მთავარი სპეციალისტი.“.
2.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                                                ნუნუ ოვსიანიკოვა


« უკან დაბრუნება