2010-09-29
ბრძანება №:224/02-01

სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალის დისციპლინური პასუხისმგებლობის მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ

სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ადმინისტრაციული პერსონალის დისციპლინური პასუხისმგებლობის მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ


“უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის” 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს შრომის კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის, მე-2 ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის, მე-3 ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  24-ე მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2009 წლის 18 ივნისის #20 სხდომის ოქმით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების” 34-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის ქალბატონ ნათელა ლაცაბიძის  2010 წლის 23 სექტემბრის #24166/02 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    შეიქმნას სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალის დისციპლინური პასუხისმგებლობის მუდმივმოქმედი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ია ბაღაშვილი _ პერსონალის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) მანონი ჯოჯუა _ საფინანსო დეპარტამენტის საგეგმო_საფინანსო განყოფილების უფროსი (კომისიის წევრი);
გ) რუსუდან სხირტლაძე _ იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (კომისიის წევრი);   
დ) შორენა ერისთავი _ პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი (კომისიის წევრი);
2. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობისა და  სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების საფუძველზე;
3.    კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი;
4.    გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება თუ მხარი დაუჭირა დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტმა, ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა;
5.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
6.    ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
7.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.




ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი                                                               დავით ჩომახიძე 
« უკან დაბრუნება