2012-03-30
ბრძანება №:50/02-01

ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ბიბლითეკის სტაჟიორთა შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ბიბლითეკის სტაჟიორთა შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

   "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ” ქვეპუნქტის, მე-2 პუნქტის, "სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 16 მაისის #80/02-01 ბრძანების და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის დირექტორის 2012 წლის 30 მარტის #7699/02 განცხადების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1. ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის სტრუქტურულ ერთეულებში სტაჟიორთა შერჩევის მიზნით გამოცხადდეს კონკურსი.

2. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება მიეცემათ არანაკლებ უმაღლესი განათლების მქონე პირებს, ასევე ბაკალავრიატის საფეხურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს.

3. საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის სტაჟორთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდეს ბიბლიოთეკის საქმიანობის შემდეგ მიმართულებებზე:
ა) საბიბლიოთეკო დოკუმენტების აღმწერი – ხუთი სტაჟიორი;
ბ) საბიბლიოთეკო დოკუმენტის ანალიტიკური აღმწერი – ხუთი სტაჟიორი;
გ) კლასიფიკატორი – ხუთი სტაჟიორი;
დ) ელექტრონული კატალოგის ოპერატორი– ხუთი სტაჟიორი;
ე) საბიბლიოთეკო ფონდების სპეციალისტი – ხუთი სტაჟიორი
4. კონკურსში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) სასურველია უცხო ენის (ინგლისური, რუსული, ფრანგული, გერმანული) ცოდნა;
ბ) პროფესიული კომუნიკაციის უნარი;
გ) ურთიერთობების დეტალებზე ორიენტირებულობა, კომუნიკაბელურობა და მოწესრიგებულობა;
დ) მაღალი პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა, აქტიურობა, ენერგიულობა,
ე) დისციპლინირებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.
5. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტებს მოეთხოვებათ შემდეგი
საბუთების წარმოდგენა:
ა) წერილობითი განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ კომისიის სახელზე
ბ) ავტობიოგრაფია (CV);
გ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
დ) პიროვნული და პროფესიული კვალიფიკაციის ამსახველი სარეკომენდაციო წერილი.
ე) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);
ვ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
6. კონკურსი გამოცხადდეს 2012 წლის 1 აპრილიდან. დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2012 წლის  10 აპრილიდან 2012 წლის 26 აპრილამდე.
7. კონკურსში მონაწლეობის მსურველი აპლიკანტების შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე. იდენტიფიცირებული კანდიდატები გაივლიან შესარჩევ ზეპირ გასაუბრებას.
8. სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 2012 წლის პირველი მაისიდან 2012 წლის პირველ ივლისამდე (ანაზღაურების გარეშე).
9. სააპლიკაციო პაკეტების საფუძველზე შერჩეულ აპლიკანტებთა ზეპირი გასაუბრება შედგება აპრილის თვეში და იდენტიფიცირებულ კანდიდატებს
ეცნობებათ ელ-ფოსტით.
10. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა სრულყოფილი სააპლიკაციო პაკეტი /დასკანერებული ვერსია/ უნდა გამოგზავნონ არაუგვიანეს  2012 წლის  26 აპრილის 12 საათამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე library@tsu.ge
11. ინფორმაცია ,,თსუ საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის სტაჟიორთა კონკურსის შერჩევის შესახებ" განთავსდეს www.jobs.ge-ზე და www.hr.com.ge-ზე.
12. ბრძანება განთავსდეს თსუ–ს ოფიციალურ ვებ–გვერდზე.
13. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.






ადმინისტრაციის ხელძღვანელი                                დ. ჩომახიძე

« უკან დაბრუნება