2010-07-22
ბრძანება №:62/01-01

2010–2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შიდა მობილობისთვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ

2010–2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  შიდა მობილობისთვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე–16 მუხლის მე-2 პუნქტის  საფუძველზე


ვბრძანებ


  1. განისაზღვროს ვაკანტური ადგილები  2010–2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემეტრში თსუ–ში შიდა მობილობისთვის ფაკულტეტების მიხედვით:
    1.1.    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 1);

    1.2.    იურიდიული ფაკულტეტი (დანართი 2);

    1.3.    სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა კულტეტი (დანართი 3);

    1.4.    ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი4);

    1.5.    ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი 5);

    1.6.    მედიცინის ფაკულტეტი (დანართი 6).

  1. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სასწავლო დეპარტამენტს (რ. ჩიქოვანი) და საგამოცდო ცენტრს (თ. იმედაძე).
  2. ბრძანება განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
  3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.




რექტორი, პროფესორი                                                                         გ. ხუბუა
« უკან დაბრუნება