2011-09-29
ბრძანება №:99/01-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია ,,ფუნდამენტური მეცნიერებების წინსვლები, წარმატებები და პერსპექტივები კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში“ ჩატარების შესახებ

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია ,,ფუნდამენტური მეცნიერებების წინსვლები, წარმატებები და პერსპექტივები კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში“ ჩატარების შესახებ

    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51–ე მუხლის პირველი ნაწილის, 52–ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–2 ნაწილის, 57–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 მრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–16 მუხლის მე–2 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

  1. 2011 წლის 1 - 3 ნოემბერს სსიპ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენციის „ფუნდამენტური მეცნიერებების წინსვლები, წარმატებები და პერსპექტივები კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში“ ჩატარების მიზნით, შეიქმნას საორგანიზაციო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

    ა) ალექსანდრე კვიტაშვილი - რექტორი, საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარე.
    ბ) დავით ჩომახიძე - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე.
    გ)  ალექსანდრე შენგელაია -თსუ სრული პროფესორი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი. 
    დ) გიორგი ღვედაშვილი -ასოცირებული პროფესორი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი.
    ე) ნანა შათაშვილი - თსუ სრული პროფესორი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი.
    ვ)გელა გელაშვილი - თსუ ე.ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი.
    ზ) თეა წითლანაძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი.
    თ) მერაბ გოგბერაშვილი - თსუ ასოცირებული პროფესორი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი.
    ი) ნანა მამაგულიშვილი - საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი.
    კ) ირაკლი საღარეიშვილი - თსუ საფინანსო დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი.
    ლ) არჩილ ელიზბარაშვილი - საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრის უფროსი,  საორგანიზაციო ჯგუფის წევრი.
    მ) გიორგი ტალახაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი.


  2. საორგანიზაციო ჯგუფმა 7 დღის ვადაში წარმოადგინოს კონფერენციის პროგრამა და ხარჯთაღრიცხვა საფინანსო დეპარტამენტში.

  3. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, დაგეგმილი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა. 

  4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს (ა. ელიზბარაშვილი) კონფერენციის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა და კონფერენციის ვებ-გვერდის მომზადება.

  5. დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს (გ. ტალახაძე) კონფერენციის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.

  6. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს (ნ. მამაგულიშვილი), უზრუნველყოს კონფერენციის სათანადოდ გაშუქება.

  7. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტს (გ. ღვედაშვილი).

  8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

  9. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს. 

  10. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.









რექტორი                                                                      ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება