2019-12-04
ბრძანება №:301/01-01
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ რექტორის მოვალეობის შემსრულებლისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 21 ნოემბრის N20/04 ერთობლივი ბრძანების, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის გელა გელაშვილის 2019 წლის 29 ნოემბრის N23396/10 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად;
2. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება ( რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლკაცია მაინც სამეცნიერო- კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2019 წლის 9 დეკემბერს, საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2020 წლის 9 იანვრიდან 2020 წლის 16 იანვრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2020 წლის 31 იანვრისა;
4. კონკურსი გამოცხადდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:
კონდენსირებული გრემოს ფიზიკის განყოფილება:
მეცნიერი თანამშრომელი –2,0 საშტატო ერთეული
5. სამეცნიერო თანამდებობაზე (მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო- კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
6. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2020 წლის 9 იანვრიდან 2020 წლის 16 იანვრის ჩათვლით 10:00-დან 17:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა) თსუ ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში. მისამართი: თბილისი, თამარაშვილის ქ.N6. ოთახი N411.
7. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში ,,თბილისის უნივერსიტეტი’’.
8.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ
ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი, გაზეთი ,,თბილისის უნივერსიტეტი‘‘, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი);
10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე