2014-09-19
ბრძანება №:163/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური ეთიკის დარღვევის დამდგენი კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე  მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 58-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუქტის  ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური ეთიკისა და სამსახურებრივი საქმიანობის ფარგლებში სამეცნიერო-საგანმანათლებლო ფუნქციის განმახორციელებელი პერსონალის სამსახურებრივი პასუხისმგებლობის შესახებ’’ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 19 მაისის №46/2014 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტებისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ნინო კიღურაძის 2014 წლის 03 სექტემბრის #27032/02 წერილის საფუძველზე,

 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  დამტკიცდეს  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ნინო კიღურაძის 2014 წლის 03 სექტემბრის №27032/02 წერილში დასმული საკითხის შემსწავლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)  გიორგი დავითაშვილი – იურიდიული  ფაკულტეტის პროფესორი;
ბ) შოთა ვადაჭკორია - სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი;
გ)  თორნიკე თურმანიძე – სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
დ)  ბონდო კუპატაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი;
ე)  ვახტანგ ლიჩელი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  პროფესორი;
ვ)  ასმათ პაპიძე – სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;
ზ)  ნათელა ჯაბუა - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი.
2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის.
3.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი, პროფესორი                           აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა


« უკან დაბრუნება