2017-09-15
ბრძანება №:178/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სადოქტორო საგანმანათლებლო ინგლისურენოვან პროგრამაზე - "ევროპისმცოდნეობა” 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მიღების გამოცხადებისა და მისაღებ კონკურსანტებთან გასაუბრების დარგობრივი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე



სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სადოქტორო საგანმანათლებლო ინგლისურენოვან პროგრამაზე - "ევროპისმცოდნეობა” 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მიღების გამოცხადებისა და მისაღებ კონკურსანტებთან გასაუბრების დარგობრივი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანებისა და   ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის 2017 წლის 7 სექტემბრის №14865/10  წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.    გამოცხადდეს მიღება 2017–2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებით დამტკიცებულ ევროპისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამაზე;
2.    განისაზღვროს 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე - "ევროპისმცოდნეობა”  15 ვაკანტური ადგილით;
3.    განისაზღვროს 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე - "ევროპისმცოდნეობა” მიღების ვადები:


პირველი ეტაპი:

ა)    საბუთების მიღება – 18-21 სექტემბერი;
ბ)    გამოცდა ინგლისურ ენაში (B2  დონე) – 22 სექტემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 25 სექტემბერი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 26-27 სექტემბერი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 28 სექტემბერი;
ვ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 29 სექტემბერი;
ზ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან –  2 - 3 ოქტომბერი;
თ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება – 5 ოქტომბერი.

მეორე ეტაპი:

ა)    საბუთების მიღება – 30 ოქტომბერი - 3 ნოემბერი;
ბ)    გამოცდა ინგლისურ ენაში (B2  დონე) - 6 ნოემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 7 ნოემბერი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 8-9 ნოემბერი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 10 ნოემბერი;
ვ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 13 ნოემბერი;
ზ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან –  14 - 15 ნოემბერი;
თ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება – 17 ნოემბერი;

 4.    განისაზღვროს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ა) განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;
ბ) კვლევითი პროექტი ინგლისურ ენაზე (მაქსიმუმ 3000 სიტყვა), რომელიც მოიცავს: ბ.ა.) დისერტაციის სათაურს;
ბ.ბ.) კვლევის მიზნებს;
ბ.გ.) კვლევით კითხვას/კითხვებს;
ბ.დ.) კვლევის მეთოდოლოგიას;
ბ.ე.) გამოსაყენებელი ლიტერატურის მიმოხილვას.
გ) სამოტივაციო წერილი;
დ) განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში პასპორტის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;
ვ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
ზ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად  დამოწმებული ასლი; 2017 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
თ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
ი) ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ლ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

5.    დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე - "ევროპისმცოდნეობა” დოქტორანტურაში მისაღებ კონკურსანტებთან გასაუბრების დარგობრივი კომისიის შემადგენლობა:

კომისიის თავმჯდომარე:

1.    აკად. პროფ. ლევან ალექსიძე

კომისიის წევრები:

1.    პროფ. ქეთევან ხუციშვილი
2.    პროფ. ვასილ კაჭარავა
3.    პროფ. თამაზ ზუბიაშვილი
4.    პროფ. ნათია ლაპიაშვილი
5.    პროფ. მერაბ აბდალაძე

6.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
8.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.




რექტორი      გიორგი შარვაშიძე
                                

« უკან დაბრუნება