2020-09-25
ბრძანება №:187/01-01
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020- 2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2020 წლის 17 ივლისის N137/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020- 2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2020 წლის 17 ივლისის N137/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2020 წლის 23 სექტემბრის N15384/30 წარდგინების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო
პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2020 წლის 17 ივლისის N137/01-01 პირველი პუნქტის „1.3.“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის N3 დანართში მე-3
ნომრად მითითებულ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის
„პოლიტიკის
მეცნიერება“ განსაზღვრულ ვაკანტური ადგილების ნაწილში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"N დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დასახელებ ვაკანტური ადგილების რაოდენობა
3 პოლიტიკის მეცნიერება
7"
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების დაინტერესებულ პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე