2016-06-07
ბრძანება №:89/01-01

„სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წლის საუკეთესო პედაგოგის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 25 ნოემბრის N152/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წლის საუკეთესო პედაგოგის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“               სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 25 ნოემბრის N152/01-01 ბრძანებაში ცვლილებების    შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-16 პუნქტის და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2016 წლის 5 მაისის N16117/02 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წლის საუკეთესო პედაგოგის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 25 ნოემბრის N152/01-01 ბრძანებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: - „სსიპ -   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მიერ  წლის რჩეული ლექტორის გამოვლენის წესის დამტკიცების შესახებ“.
ბ)    ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 
„1. დამტკიცდეს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მიერ  წლის რჩეული ლექტორის გამოვლენის წესი“ (დანართი 1)“.
გ) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი N1 სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მიერ  წლის რჩეული ლექტორის გამოვლენის წესი“.

დ) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი N1-ის (შემდგომში ტექსტში - წესი) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მიერ  წლის რჩეული ლექტორის  წოდება სასწავლო წლის შედეგების მიხედვით მიენიჭება უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტიდან (შემდგომში - ფაკულტეტი) და ენების შემსწავლელი ცენტრიდან თითო პედაგოგს მისი სტატუსის მიუხედავად (აკადემიური/მოწვეული პერსონალი). 
2. წლის რჩეული ლექტორის შერჩევას ახორციელებენ ბაკალავრიატისა და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის ერთსაფეხურიანი აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები“.

ე) წესის მე-2 მუხლის სათაური და „ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. წლის რჩეული ლექტორის შერჩევის კრიტერიუმები
 წლის რჩეული ლექტორის შერჩევის კრიტერიუმებს წარმოადგენს: 
ა) ლექტორის ინდივიდუალური ურთიერთობა სტუდენტებთან (კონსულტაცია სალექციო საათების გარეთ, დახმარება სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობისათვის, სტატიების მომზადებისათვის და ა.შ)“.

ვ) წესის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“მუხლი 3. წლის რჩეული ლექტორის შერჩევა 
1. ბაკალავრიატისა და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის ერთსაფეხურიანი აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთა ნებაყოფლობითი ანონიმური გამოკითხვის საფუძველზე წლის რჩეული ლექტორის შერჩევა ხდება ყოველი სასწავლო წლის დასასრულს სააუდიტორიო მეცადინეობების ბოლო კვირას. 
2. სტუდენტი მიმდინარე სასწავლო წლის მიხედვით მისი კურიკულუმის წლიური დისციპლინების ფარგლებში ელექტრონულ ბაზაში (sms.tsu.ge) წარმოდგენილი ლექტორების ჩამონათვალიდან ასევე ელექტრონულად აფიქსირებს მხოლოდ ერთ კანდიდატს, რომელიც ამ სასწავლო წლის თუნდაც ერთი სემესტრის განმავლობაში იყო მისი ლექტორი.
3. სტუდენტთა გამოკითხვის ორგანიზებას ახორციელებს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატი და ენების შემსწავლელი ცენტრი.  
4. გამარჯვებულად გამოვლინდება კანდიდატი, რომელმაც მიიღო გამოკითხვაში
მონაწილეთა ხმათა უმრავლესობა. თუ ხმათა მაქსიმალური რაოდენობა მიიღო
რამდენიმე კანდიდატმა, ყველა ისინი ითვლება გამარჯვებულად. 5. ინფორმაცია შესაბამისი ფაკულტეტის სტუდენტების მიერ გამოვლენილი წლის რჩეული ლექტორის შესახებ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი ეგზავნება უნივერსიტეტის რექტორს, რომელიც შესაბამისი ადმინისტრაციული აქტით ამტკიცებს თითოეულ ფაკულტეტზე და ენების შემსწავლელ ცენტრში წლის რჩეულ ლექტორს (ლექტორებს)“.

ზ) წესის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. წლის რჩეული ლექტორი ფინანსური წახალისება 
1. წლის რჩეულ ლექტორს მიეცემა ფულადი პრემია 2 500 ლარის ოდენობით. 
2. ერთი და იგივე ფაკულტეტზე ან ენების შემსწავლელ ცენტრში ორი ან მეტი რჩეული ლექტორის გამოვლენის შემთხვევაში აღნიშნული თანხა თანაბრად იყოფა“.

თ) წესის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. წლის რჩეული ლექტორის დაჯილდოვება 
1. წლის რჩეული ლექტორი დაჯილდოვება ფულადი პრემიითა და სპეციალური სერტიფიკატით ხდება ახალი სასწავლო წლის დაწყების საზეიმო შეხვედრაზე“.

3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის 
შემსრულებელი,  პროფესორი                                                             დარეჯან თვალთვაძე



« უკან დაბრუნება