2011-02-04
ბრძანება №:16/02-01
,,სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ” სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2010 წლის 14 დეკემბრის №282/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ” სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2010 წლის 14 დეკემბრის №282/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 24-ე მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
-
,,სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ” სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2010 წლის 14 დეკემბრის №282/02-01 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. სატენდერო კომისიის ტექნიკური და ორგანიზაციული საქმიანობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას სატენდერო კომისიის აპარატი შემდეგი შემადგენლობით:
ა) ირინა ყარაულაშვილი _ საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
ბ) ანეტა მერკვილიშვილი _ საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
გ) ლელა კოპალეიშვილი _ საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
დ) ვალერიან მიღდისელი _ საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
ე) გიორგი მაღლაფერიძე _ საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების სპეციალისტი;
ვ) დავით გაბრიაძე _ საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების სპეციალისტი;
ზ) დინარა ტიკარაძე _ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის თანაშემწე;
თ) ნინო ქერაშვილი _ საფინანსო დეპარტამენტის საგეგმო-საფინანსო განყოფილების მთავარი სპეციალისტი.”
- ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
- ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
- ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დ. ჩომახიძე