2018-12-12
ბრძანება №:306/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების და ჩამდინარე წყლების გაწმენდის სამეცნიერო-კვლევით განყოფილებაში - მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის  სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების და ჩამდინარე წყლების გაწმენდის სამეცნიერო-კვლევით განყოფილებაში - მეცნიერი თანამშრომლის  თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,   373  მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,პ“ და "ზ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და მე-11 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 6 დეკემბრის N31/04 ერთობლივი ბრძანების, სამეცნიერო–კვლევითი ერთეულის ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის დებულების მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის, თსუ რექტორის 2018 წლის 6 დეკემბრის N301/01-01 ბრძანების და ინსტიტუტის დირექტორის    რ. კვატაშიძის 2018 წლის 30 ნოემბრის N24761/10-02 წერილის (თან ერთვის  საკონკურსო კომისიის 2018 წლის 29 ნოემბრის სხდომის შემაჯამებელი ოქმი N2)  საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო - კვლევითი ერთეულის ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის  კავკასიის  ინსტიტუტის  სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების და ჩამდინარე წყლების გაწმენდის სამეცნიერო-კვლევით განყოფილებაში - მეცნიერი თანამშრომლის - თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგი (შემაჯამებელი ოქმი)  და განისაზღვროს არჩეულად:   
   თამარ გურული - სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების და ჩამდინარე წყლების გაწმენდის სამეცნიერო კვლევითი განყოფილების მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  -   1  საშტატო ერთეული.
2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს უზრუნველყოს თამარ გურულთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება. 
3. ბრძანების დაინტერესებული პირისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე. 


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე                                             ალექსანდრე ცისკარიძე      

« უკან დაბრუნება