2013-12-18
ბრძანება №:175/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების ტრენინგ - კურსის ,,საზოგადოებასთან ურთიერთობა” დამტკიცების შესახებ

      ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 5 2 - მუხლის პირველი ნაწილის , 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 5 7 - მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8 პუნქტის ,,პ" ქვეპუნქტისა და მე-9 პუნქტის და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2013 წლის 11 დეკემბრის N38448 /02 დოკუმენტის საფუძველზე, 

ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო კურსი “საზოგადოებასთან ურთიერთობა” (დანართი  N 1).

2.   დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება .

3.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფის დეპარტამენტს .

4.   ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 

 

რექტორ ის მოვალეობის შემსრულებელი,                  მერაბ ელიაშვილი

რექტორის მოადგილე

« უკან დაბრუნება