უნივერსიტეტში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდევბის სპეციალური ინსპექტირების ჯგუფის შექმნის შესახებ (ბრძანება #22/02-01)
უნივერსიტეტში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდევბის სპეციალური ინსპექტირების ჯგუფის შექმნის შესახებ
“სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის #1 ბრძანების 26-ე, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე და „ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლებიდან გამომდინარე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. უნივერსიტეტში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შედეგად დადებული ხელშეკრულებების პირობების შესრულების კონტროლისა და ზედამხედველობის გაწევის მიზნით შეიქმნას სახელმწიფო შესყიდვების სპეციალური ინსპექტირების ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
ა) ცარციძე მურმანი – საფინანსო და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე _ ჯგუფის ხელმძღვანელი;
ბ) ჭიღლაძე ალექსანდრე _ საფინანსო და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის მომარაგების განყოფილების უფროსი;
გ) მურჯიკნელი ვასილი _ საფინანსო და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების უფროსი;
დ) წაქაძე ზაზა – ავტოფარეხის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
ე)
კობახიძე ივანე _ საფინანსო და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამშენებლო, სარემონტო და საექპლუატაციო განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
ვ)
კუტალაძე ნინო - იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
ზ) ტაბატაძე თემური- საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
თ) გოგნაძე თემური- საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
ი) კუბლაშვილი ზურაბი – მონიტორინგის სამსახურის მთავარი სპეციალისტი;
კ) ზაგაშვილი პავლე _ კონსულტანტი;
ლ) ხატიაშვილი ნიკოლოზი _ საფინანსო და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის მომარაგების განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
მ) ლევერაშვილი ლალი _ საფინანსო და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
ნ) ლუტიძე ლელა _ საფინანსო და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების სპეციალისტი;
2. დაევალოს ინსპექტირების ჯგუფს უნივერსიტეტის სახელით დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლისას “სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის” 26-ე მუხლით გათვალისწინებული ფუნქციებით ხელმძღვანელობა და მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების თაობაზე სატენდერო კომისიისათვის ყოველთვიური ანგარიშის წარმოდგენა.
3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადრე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.
4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს ჯგუფის ხელმძღვანელს, საფინანსო და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს მურმან ცარციძეს.
5. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიის უფროსს (ნ. ოვსიანიკოვა) ბრძანების უნივერსიტეტის ვებ გვერდზე და ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
გ. გალდავა