2012-05-03
ბრძანება №:69/02-01

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ასლის გადამღები აპარატით მომსახურების ტარიფების დადგენის შესახებ

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ასლის გადამღები აპარატით მომსახურების ტარიფების დადგენის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 23-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და  ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის 2012 წლის 30 აპრილის #10184/02 წერილის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ასლის გადამღები აპარატით მომსახურების ტარიფები განისაზღვროს შემდეგნაირად:

ა)    ასლის გადაღება A4 ფორმატი _ ერთ გვერდზე – 5 თეთრი;
ბ)    ასლის გადაღება A4 ფორმატი _ ორივე გვერდზე _ 8 თეთრი;
გ)    ამობეჭდვა A4 ფორმატი _ ერთ გვერდზე _ 5 თეთრი;
დ)     ამობეჭდვა A4 ფორმატი _ ორივე გვერდზე _ 8 თეთრი;
ე)    სკანირება A3, A4 ფორმატი _ ერთი გვერდი _ 30 თეთრი.

2. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
3. დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავსება.
4. ბრძანება  ძალაშია  გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                            დავით ჩომახიძე


« უკან დაბრუნება