2007-05-28
ბრძანება №:0

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიორგი ხუბუას ბრძანება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ (ბრძანება N48/01–01)

ბრძანება № 48/01–01
28.05.2007 წ.

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

 


"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, "ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადებისა და კონკურსის ჩატარების დამტკიცების შესახებ 2007 წლის 1 მაისის #31/02-01 ბრძანების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ეკონომიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობის შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) რევაზ გველესიანი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სრული პროფესორი;
ბ) მირიან ტუხაშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სრული პროფესორი;
გ) ნუგზარ თოდუა – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სრული პროფესორი;

2. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში" და განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წარდგინება 6703/02 28.05.2007წ

 

რექტორი, პროფესორი გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება