2011-10-06
ბრძანება №:1819/01-04
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან სტუდენტების მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან სტუდენტების მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 30 სექტემბრის "სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის ლევან ალექსიძისათვის, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ” №100/01-01 ბრძანების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის დამტკიცების შესახებ" №10/ნ ბრძანების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტისა და სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2011 წლის 4 ოქტომბრის № 04-11635, 2011 წლის 6 ოქტომბრის №04-11850 და 2011 წლის 6 ოქტომბრის №04-11917 დასკვნების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მობილობის წესით სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხონ სტუდენტები ფაკულტეტების შესაბამისად :
ა) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 2);
გ) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი 3);
დ) ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი 4);
ე) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი 5);
ვ) ზუსტ და საბუნებიმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 6).
2. ეცნობოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ბრძანების გამოცემიდან 7 დღის ვადაში.
3. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრს წინამდებარე ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
პროფესორი ლევან ალექსიძე