2020-09-01
ბრძანება №:163/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ”  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის მე-9 პუნქტის, "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 24 თებერვლის N08/04 ერთობლივი ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტისა და ენების შემსწავლელი ცენტრის უფროსის რუსუდან დოლიძის 2020 წლის 31 აგვისტოს   N13017/10   წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ინგა  სანიკიძე  -  ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი - კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ლელა ხუციშვილი - ენების შემსწავლელი ცენტრის მთავარი სპეციალისტი - კომისიის მდივანი;
გ) ქეთევან  გოჩიტაშვილი  -  ენების  შემსწავლელი  ცენტრის  მასწავლებელი  - კომისიის წევრი;
დ) ნინო ბაგრატიონ-დავითაშვილი - ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელი - კომისიის წევრი;
ე) ტატიანა ჭეიშვილი - ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელი - კომისიის წევრი;
2. ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საკონკურსო კომისიის მუშაობის ვადა  განისაზღვროს  2020  წლის 2 სექტემბრიდან  2020  წლის 7 სექტემბრის ჩათვლით.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ - გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ენების შემსწავლელი ცენტრი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი   გიორგი შარვაშიძე 

« უკან დაბრუნება