2015-10-27
ბრძანება №:201/01-01

2015/2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისა და 2016/2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამების ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

2015/2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისა და 2016/2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამების ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ¬ქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წერილის (39985/02; 27.10.15) საფუძველზე

ვბრძანებ

1. ჩატარდეს კონკურსი 2015/2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისა და 2016/2017 წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად. 
2. კონკურსი ჩატარდეს 2015 წლის 28-29 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი №212 და №115 (მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი #1). 
3.  დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
 ა) კომისიის თავმჯდომარე დემეტრე ეგნატაშვილი (თსუ იურიდიული    ფაკულტეტის დეკანის აპარატის უფროსი, მოწვეული ლექტორი);
  ბ) კომისიის წევრი ლიჩია პროსერპიო (ბოლონიის უნივერსიტეტის   საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების კოორდინატორი)
 გ) კომისიის წევრი გიორგი ღაღანიძე (თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი);
 დ) კომისიის წევრი დავით სიხარულიძე (თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი)
 ე) კომისიის წევრი ალექსანდრე თევზაძე (თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);
 ვ) კომისიის წევრი ალექსანდრე გამყრელიძე (თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი);
 ზ)  კომისიის წევრი ილია თავხელიძე (თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);
 თ) კომისიის წევრი მაია მესტვირიშვილი (თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);
 ი) კომისიის წევრი იზაბელა პეტრიაშვილი (თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);
 კ) კომისიის წევრი ხათუნა მარწყვიშვილი (თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი);
 ლ) კომისიის წევრი თამარ აბაშიძე (ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი)
 მ)  კომისიის წევრი თეონა მატარაძე (თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);
 ნ)  კომისიის წევრი ფიქრია ასანიშვილი (თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი); 
 ო) კომისიის წევრი მანანა გელაშვილი (თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი)
 პ)  კომისიის წევრი ირინა გველესიანი (თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი)
 ჟ) კომისიის წევრი ნინო ქიმერიძე (თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი)
 რ)  კომისიის წევრი მარინე კობეშავიძე (თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი)
 ს) კომისიის წევრი ნატალია ბურდული (თსუ იურიდიული ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსი სპეციალისტი)
 ტ) კომისიის წევრი ლია შატბერაშვილი (ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის უფროსი სპეციალისტი)
3. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი ჭელიშვილი. 
4. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1); კომისიის მუშაობის გრაფიკი (დანართი №2); კონკურსანტთა გასაუბრების განრიგი (დანართი №3). 
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
7. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.



      რექტორი, პროფესორი                                                       აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა 

« უკან დაბრუნება