2016-11-15
ბრძანება №:209/01-01

,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების პირველად და შემდგომ საფეხურზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხისა და წარდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ” თსუ რექტორის 2016 წლის 24 ოქტომბრის №185/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების პირველად და შემდგომ საფეხურზე  ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხისა და წარდგენის  ვადების განსაზღვრის შესახებ” თსუ რექტორის 2016 წლის 24 ოქტომბრის  №185/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტისა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კინო-ტელე რეჟისორის ხელმძღვანელის 2016 წლის 15 ნოემბრის N41710/02 წერილის საფუძველზე,   

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება თსუ რექტორის 2016 წლის 24 ოქტომბრის  ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების პირველად და შემდგომ საფეხურზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხისა და წარდგენის  ვადების განსაზღვრის შესახებ” №185/01-01 ბრძანების მეორე პუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

,,2. განისაზღვროს 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების პირველად და შემდგომ საფეხურზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის წარდგენის ვადად  9 - 16 ნოემბერი (13:00 საათამდე).“

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტს;
4. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

რექტორი  გიორგი შარვაშიძე
« უკან დაბრუნება