2017-05-17
ბრძანება №:111/02-01
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების სპეციალისტის (კვების ობიექტის ბუღალტერი) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების სპეციალისტის (კვების ობიექტის ბუღალტერი) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, საფინანსო დეპარტამენტის უფროსის ი. საღარეიშვილის 2017 წლის 8 მაისის №6789/10 წერილის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების სპეციალისტის (კვების ობიექტის ბუღალტერი) შესარჩევად.
2.
აპლიკანტს მოეთხოვება:
ა)
უმაღლესი განათლება ფინანსური აღრიცხვის ან ეკონომიკური მიმართულებით;
ბ)
კვების ობიექტის ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ორწლიანი
გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული (MS Office) და ბუღალტრული პროგრამის (1C)
ცოდნა;
დ) მარაგების და მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის ჩატარების,
ნაღდი და უნაღდო ოპერაციების, სალარო აპარატის მაჩვენებლების შედარების, ანგარიშგების შედგენის ცოდნა;
ე) ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების ორგანიზება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; კონტროლი ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე; ეკონომიკური მოვლენების შესახებ პირველადი დოკუმენტების დროული გაფორმება; ხარჯთაღრიცხვისა და კალკულაციის შედგენის, შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის, გამოყენებისათვის უვარგისი და ვადაგასული პროდუქტების ხარჯებში ჩამოწერისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენის ცოდნა;
ვ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის გამოყენების უნარი;
3.
კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტებს მოეთხოვებათ შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა)
CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის pdf ვერსია) ელქტრონულად;
ბ)
უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
გ)
პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
დ)
სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე)
ჯანმრთელობის ცნობა.
4.
კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდეს სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ;
5.
აპლიკანტები (ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც აკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს) წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან ზეპირ გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ) და გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად;
6.
შერჩეული აპლიკანტის შრომის ანაზღაურების ოდენობა და სხვა პირობები განისაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით.
7.
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების სპეციალისტის (კვების ობიექტის ბუღალტერი) შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი №1).
8.
საბუთები გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2017 წლის 18 მაისიდან 2017 წლის 25 მაისის 18 საათამდე, ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს "საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების სპეციალისტი (კვების ობიექტის ბუღალტერი)."
9.
ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების სპეციალისტის (კვების ობიექტის ბუღალტერი) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ze და www.jobs.ge-ze;
10.
ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელძღვანელი
ნ. ოვსიანიკოვა