2016-04-19
ბრძანება №:62/01-01
„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეთა და მეცნიერთა ღვაწლის უკვდავსაყოფად და ისტორიულ-კულტურული ფასეულობების დაცვა-აღორძინების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამდგენი კომისიის შექმნის შესახებ“ რექტორის 2013 წლის 15 ნოემბრის №144/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეთა და მეცნიერთა ღვაწლის უკვდავსაყოფად და ისტორიულ-კულტურული ფასეულობების დაცვა-აღორძინების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამდგენი კომისიის შექმნის შესახებ“ რექტორის 2013 წლის 15 ნოემბრის №144/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, 58-ე მუხლის და 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 და მე-12 პუნქტების, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2016 წლის 15 მარტის №4600/02, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის 2016 წლის 19 მარტის №6357/02, №6358/02 და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 12 აპრილის №13901/02 კორესპონდენციების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
შევიდეს ცვლილებები „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეთა და მეცნიერთა ღვაწლის უკვდავსაყოფად და ისტორიულ-კულტურული ფასეულობების დაცვა-აღორძინების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამდგენი კომისიის შექმნის შესახებ“ რექტორის 2013 წლის 15 ნოემბრის №144/01-01 ბრძანებაში და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეთა და მეცნიერთა ღვაწლის უკვდავსაყოფად და ისტორიულ-კულტურული ფასეულობების დაცვა-აღორძინების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამდგენი კომისიის შემადგენლობა ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით (დანართი №1).
2.
დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის.
3.
დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
4.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.
ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
« უკან დაბრუნება