2012-03-15
ბრძანება №:35/02-01

ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგის სრულყოფის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგის სრულყოფის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, ,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგის სრულყოფის მიზნით, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
ა) გიორგი ჩიტაშვილი - უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მართვის დეპარტამენტის  ანალიტიკური განყოფილების უფროსი - სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი;
ბ) დავით გულუა - უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მართვის დეპარტამენტის მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორი;
გ) გიორგი ჯავრიშვილი - უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
დ)  დავით ბუაჩიძე - უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მთავარი სპეციალისტი.
2.    დაევალოს სამუშაო ჯგუფს 2012 წლის 1 ოქტომბრამდე უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკის  ელექტრონული კატალოგის პროგრამის ქართული ვერსიის გამართვა და თსუ საიტზე განთავსება, აგრეთვე, არსებული მონაცემთა ბაზის გადმოტანა თსუ სერვერებზე.
3.    ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასა და საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მართვის დეპარტამენტს.
4.    დაევალოს კანცელარიას აღნიშნული ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის.
5.    ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                            დავით ჩომახიძე

« უკან დაბრუნება