2018-10-24
ბრძანება №:277/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტის და უფროსი სპეციალისტის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტის  და უფროსი სპეციალისტის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, "სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 10 სექტემბრის N22/04 ერთობლივი ბრძანებისა და საფინანსო დეპარტამენტის უფროსის ირაკლი საღარეიშვილის 2018 წლის 16 ოქტომბრის N21432/10  და 2018 წლის 17 ოქტომბრის N21538/10 წერილების საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილებაში მთავარი სპეციალისტის  – 1 საშტატო ერთეული და უფროსი სპეციალისტის 1 საშტატო ერთეული - შესარჩევად.
2. საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება თვეში 1070 (ათას სამოცდაათი) ლარით. 
3. საფინანსო      დეპარტამენტის      შესყიდვების     განყოფილების     უფროსი      სპეციალისტის      
თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება თვეში 950 (ცხრაას ორმოცდაათი) ლარით. 
4. გამოსაცდელ ვადად განისაზღვროს 3 თვე.
5. აპლიკანტი (მთავარი სპეციალისტი) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა)ჰქონდეს უმაღლესი განათლება - ბაკალავრი (ეკონომიკა/ბიზნესის ადმინისტრირება/სამართალი);
ბ)ჰქონდეს მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება; 
გ)  ინგლისური ენის ცოდნა A2;
დ)  იცოდეს კომპიუტერული პროგრამები - Microsoft Office;
ე)   იცოდეს საქართველოს კონსტიტუცია;
ვ)  იცოდეს  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;



ზ)  იცოდეს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე შემდეგი რეგულაციები:
ზ.ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1595–1599 მუხლები;
ზ.ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1951 მუხლი;
ზ.გ)  საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
ზ.დ)  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“;
ზ.ე)  საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის №439 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკა“ დამტკიცების თაობაზე“;
ზ.ვ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმები და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესი“; 
ზ.ზ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანება „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;
ზ.თ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანება „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“;
ზ.ი) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანება „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
ზ.კ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანება „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
ზ.ლ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანება „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
ზ.მ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“;
ზ.ნ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 25 დეკემბრის №27 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგია“;
ზ.ო) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანება „ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;
1. უნარები
       ა) კრეატიულობა;
       ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
გ) ოპერატიულობა; 
დ) პროფესიონალიზმი;
ე) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი; 
ვ)  გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
ზ) დასაბუთების უნარი;
თ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;
ი) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა; 
კ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის უნარი და სიახლეების სწრაფად ათვისების შესაძლებლობა.


2. აპლიკანტს მოეთხოვება  საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტის შემდეგი ფუნქციების შესრულება: 

ა) დაფინანსების წყაროების მიხედვით, სტრუქტურული ერთეულების, საგრანტო პროექტების, სამეცნიერო კველევითი ინსტიტუტების ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად შესყიდვების წლიური გეგმის შედგენა. 
ბ) შესყიდვის მოთხოვნის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობის მიღება ტექნიკური დავალებებისა და სპეციფიკების შემუშავებაში პროფილურ დეპარტამენტებთან ერთად,  კონსულტირება და ინფორმაციის შეგროვება;
გ) შესყიდვის წინამოსამზადებელი სამუშაოების უზრუნველყოფა, მონეტარული ზღვრების დადგენა, შესყიდვის საშუალების შერჩევა. ტექნიკური დავალებებისა და სპეციფიკაციების სისრულის და ლოგიკურობის გადამოწმება. ტენდერის ჩატარების შესახებ სატენდერო დოკუმენტაციისა და სხვა მასალების მომზადების ორგანიზება. სატენდერო დოკუმენტაციების შედგენა, ერთობლივი მუშაობა პროფილურ, იურიდიულ და ფინანსურ დეპარტამენტებთან; 
დ) სატენდერო პროცედურების მიმდინარეობისას სატენდერო წინადადებების განხილვა და შეფასება, საკვალიფიკაციო მოთხოვნების, შეფასების წესებისა და კრიტერიუმების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით. პრეტენდენტების შერჩევა–შეფასების პროცესის წარმართვა, გამარჯვებულის გამოვლენის გადაწყვეტილებისათვის წინამოსამზადებელი სამუშაოების წარმართვა, შესაბამისი ოქმების და შეტყობინებების მომზადება.  სახელმწიფო შესყიდვების კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოლაპარაკებების წარმოება მიმწოდებლებთან. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმება გამარჯვებულ კომპანიასთან;
ე) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი და ზედამხედველობა. საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულებაში ცვლილების  ორგანიზება, განხორციელება და შენახვა. თითოეულ მიმდინარე ხელშეკრულების ინსპექტირებაზე გასაგზავნი დოკუმენტაციის მომზადება, შუალედური და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება, მიმწოდებლებთან ანგარიშსწორებისთვის დოკუმენტაციის პაკეტის მომზადება და საფინანსო დეპარტამენტში გაგზავნა; 
ვ)შესყიდვების წესებთან დაკავშირებით სხვა დეპარტამენტების კონსულტირება; გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად ფინანსური ვალდებულებების დადგენა; 
გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან/და ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულების ან ამ ხელშეკრულების ცვლილების (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტის) ამსახველი დოკუმენტის, მიღება-ჩაბარების აქტების  სააგენტოსათვის წარდგენა/ატვირთვა ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის ველში. ხელშეკრულებებისათვის შესაბამისი სტატუსების მინიჭება;
ზ) სახელმწიფო შესყიდვების სატენდერო და საკონკურსო კომისიებთან თანამშრომლობა აპარატის წევრის კომპეტენციის ფარგლებში. ხელშეკრულებების პირობებთან, დავებთან და ჩივილებთან დაკავშირებული კონსულტაციები და საჭიროებისამებრ ჩართულობა მოლაპარაკებებში როგორც საკონტაქტო პირის;
თ) საქმიანი მიმოწერა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების  სააგენტოს’’-თან;
ე) მარეგულირებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ტიპის შესყიდვების   განხორციელება დაფინანსების ყველა წყაროდან.

3. აპლიკანტი (უფროსი სპეციალისტი) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა)ჰქონდეს უმაღლესი განათლება - ბაკალავრი (ეკონომიკა/ბიზნესის     ადმინისტრირება/სამართალი);
ბ) ჰქონდეს სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება; 
გ)  იცოდეს კომპიუტერული პროგრამები - Microsoft Office;
დ) იცოდეს საქართველოს კონსტიტუცია;
ე)  იცოდეს  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ვ)  იცოდეს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე შემდეგი რეგულაციები:
ვ.ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1595–1599 მუხლები;
ვ.ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1951 მუხლი;
ვ.გ)  საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
ვ.დ)  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“;
ვ.ე)  საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის №439 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკა“ დამტკიცების თაობაზე“;
ვ.ვ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმები და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესი“; 
ვ.ზ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანება „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;
ვ.თ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანება „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“;
ვ.ი) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანება „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
ვ.კ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანება „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
ვ.ლ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანება „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
ვ.მ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“;
ვ.ნ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 25 დეკემბრის №27 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგია“;
ვ.ო) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანება „ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;
4. უნარები
       ა) კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
       ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
გ) ოპერატიულობა; 
დ) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი; 
 ე)  გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
ვ)  დასაბუთების უნარი;
ზ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;
თ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა; 
ი) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის უნარი და სიახლეების სწრაფად ათვისების შესაძლებლობა.
5. აპლიკანტს მოეთხოვება  საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსი  სპეციალისტის შემდეგი ფუნქციების შესრულება:

ა) შესყიდვების განყოფილების თნამშრომლების მიერ წარმოდგენილი სამსახურეობრივი ბარათების ყოველდღიურად  მიღება შესყიდვების განყოფილებიდან   და ინსპექტირების ჯგუფის უფროსისთვის წარდგენა;                            
ბ) შესყიდვების განყოფილების თანამშრომლების მიერ წარმოდგენილი სამსახურეობრივი ბარათების შესაბამის რეესტრში გატარება;
გ) ინსპექტირების ჯგუფის უფროსის დავალებით,   შესყიდული საქონლის, სამუშაოს, მომსახურების დოკუმენტური მასალების შეკრება ინსპექტირებისათვის;
დ) მოწოდებული საქონლის  ან მომსახურების ინსპექტირების ჩატარების შემდეგ, ინსპექტირების ჯგუფის უფროსთან ერთად,   ხელშეკრულების პირობების გაანალიზება; 
ე) ინსპექტირების დასკვნის ტექსტის მომზადება და  წარდგენა ინსპექტირების ჯგუფის უფროსისადმი;
ვ) კომისიების წევრების მიერ  ხელმოწერილი დასკვნების   გადაცემა შესყიდვების განყოფილების ხელმძღვანელისათვის;
       ზ) მოითხოვოს სამუშაოს შესასრულებლად შესაბამისი პირობების შექმნა;
თ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობითა და პირობებით მოითხოვოს და  მიიღოს შრომის ანაზღაურება;
ი) ისარგებლოს შესვენებით სამუშაო დღის განმავლობაში,  გამოიყენოს უქმე და დასვენების დღეები, აგრეთვე, ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
 კ) ისარგებლოს საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს შრომის კოდექსით“   და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

6. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტებს მოეთხოვებათ შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად; 
გ) უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან, ცნობა სამსახურიდან და სხვ.)
ვ)  უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში); 
ზ) უცხოენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარმოდგენა;
თ) სამოტივაციო წერილი; 
ი) სასერთიფიკატო ტრენინგ კურსის - ,,სახელმწიფო შესყიდვების კურსი’’ - გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
კ) სხვა  სასერთიფიკატო ტრენინგ  კურსის/კურსების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
      
7. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდეს სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ.
აპლიკანტები, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან  გასაუბრებას, (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად;
8. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტის  და უფროსი სპეციალისტის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი  (დანართი N1);
9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის მიერ გადმოგზავნილ  უნდა იქნეს 2018 წლის 29 ოქტომბრიდან  2018 წლის 4 ნოემბრის  ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge  სათაურის ველში უნდა მიეთითოს "საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი და უფროსი სპეციალისტი;"
10. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტის და უფროსი სპეციალისტის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზe და ასევე ინტერნეტ სივრცეში.
11. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2018 წლის 19 ნოემბრისა;
12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
   
  

   ადმინისტრაციის ხელძღვანელი                                                                              ნუნუ ოვსიანიკოვა

   
      


« უკან დაბრუნება